სამშაბათს, ორ მაისს, როკის ლეგენდა ჯონ ბონ ჯოვი, ენდი კოენის შოუს SiriusXM ესტუმრა, სადაც წამყვანმა მუსიკოსს, შვილის, ჯეიკ ბონჯოვის და მსახიობ მილი ბობი ბრაუნის ნიშნობა მიულოცა.
მას შემდეგ რაც მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ოთხი შვილიდან, სამი ახლახან დაინიშნა, კოენმა ჰკითხა – ფიქრობს თუ არა, რომ 20 წლის შვილი ჯეიკი ადრეულ ასაკში დაინიშნა.
„არ ვიცი აქვს თუ არა მნიშვნელობა ასაკს, ვფიქრობ თუ სწორ პარტნიორს იპოვით და ერთად გაიზრდებით, ეს უფრო გონივრული იქნება. ჩემმა შვილებმა ის ადამიანები იპოვეს, რომელთან ერთადაც სურთ რომ გაიზარდონ. ჩვენ ყველა მათგანი ძალიან მოგვწონს“. – უპასუხა ჯონ ბონ ჯოვიმ.
გასულ თვეს მილი ბობი ბრაუნმა ინსტაგრამზე შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი სანაპიროზეა და მსახიობს თითზე ბრილიანტის ბეჭედი უბრწყინავს. „ძვირფასო უკვე სამი ზაფხულია მიყვარხარ“ – წერს მსახიობი.
ამავე გადაღებიდან კადრი ჯეიკ ბონჯოვმაც გამოაქვეყნა – წარწერით „სამუდამოდ“.
წყვილი 2021 წლიდან ერთად არიან.