ბრიტნი სპირსის მემუარებიდან ირკვევა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკთან ურთიერთობის დროს, ბრიტნიმ აბორტი გაიკეთა

„ჩემთვის ეს არ იყო ტრაგედია“ – წერს ბრიტნი ავტობიოგრაფიულ წიგნში, მოულოდნელი ორსულობის შესახებ.
ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი 2000 წელი, ნიუ-იორკში MTV-ს მუსიკალური დაჯილდოება. ფოტო: დეივ ჰოგანი
ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი 2000 წელი, ნიუ-იორკში MTV-ს მუსიკალური დაჯილდოება. ფოტო: დეივ ჰოგანი

ბრიტნი სპირსის მომავალი ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით The Woman in Me შოკისმომგვრელ ისტორიებს მოიცავს. წიგნში პოპ-ვარსკვლავის და მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკის  სასიყვარულო ურთიერთობის შესახებაც წერია. წყვილმა რომანი 1999 წელს დაიწყო, როდესაც ბრიტნი ჩვიდმეტი წლის იყო, ჯასტინ ტიმბერლეიკი კი თვრამეტის.

„ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო, თუმცა ტრაგედიას ვერ დავარქმევდი, მე ძალიან მიყვარდა ჯასტინი. ყოველთვის მეგონა, რომ ერთ დღესაც ოჯახს შევქმნიდით.“ – წერს გამოქვეყნებულ ნაწყვეტში ბრიტნი სპირსი. 

„ეს რომ მხოლოდ ჩემზე ყოფილიყო დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ამას არასდროს გავაკეთებდი. თანაც ჯასტინი ფიქრობდა, რომ ის ძალიან ახალგაზრდა იყო მამობისთვის. დღემდე ყველაზე მეტად, ამ ამბის გამო ვიტანჯები.“ – წერს ბრიტნი აბორტის შესახებ.

ბიოგრაფიული წიგნიდან ნაწყვეტი ჟურნალ People-ში დაიბეჭდა, სადაც ბრიტნის ცხოვრების შესახებ უცნობი ფაქტები წერია.

ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი 2002 წელს დაშორდნენ. 2004 წელს ბრიტნი მოცეკვავე კევინ ფედერლაინზე დაქორწინდა და მათ ორი შვილი ჰყავთ. თუმცა, წყვილი 2007 წელს დაშორდა.

ბრიტნი სპირსის ავტობიოგრაფიული წიგნი The Woman in Me 24 ოქტომბერს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyler, the Creator-ის le Fleur-მა და Lacoste-მ ტენისის ინსპირაციით შექმნილი ერთობლივი კოლექცია წარადგინეს

შემდეგი სტატია

Grimes - ფოტო: რობინ ბექი

Grimes-ის თქმით „ტეილორ სვიფტი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც ქვეყნის გაერთიანება შეუძლია“

შეიძლება დაგაინტერესოთ

რასელ ბრანდი, 2014 წლის 6 ოქტომბერი, ლონდონი, ფოტო: მაიკლ მარსლენდი

ინგლისელი მსახიობი რასელ ბრანდი ბრიტანულ გამოცემებში გამოქვეყნებულ ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ უარყოფს

კომიკოსმა და ინფლუენსერმა ბრალდების საპასუხოდ ვიდეო გამოაქვეყნა
მეტი

შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო Black Sea Arena-მ  Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გააუქმა

Starring Georgia კამპანიის ფარგლებში 5-6 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები რაჭაში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო გაუქმდა.
მეტი
ბილი აილიში 2023 წლის Met Gala-ზე. ნიუ-იორკი. ფოტო: კრისტოფერ პოლკი

ბილი აილიში კონცერტის დროს არტისტების მისამართით საგნების სროლის ფაქტებს ეხმიანება

კონცერტების დროს თაყვანისმცემლების მხრიდან საგნების სროლის შემაშფოთებელი ტენდენცია გრძელდება.
მეტი
ჯონ ბონ ჯოვი 2023 წლის 1 მაისი, ფლორიდა. ფოტო: ემა მაკინტაირი

ჯონ ბონ ჯოვი ფიქრობს, რომ  „ასაკს მნიშვნელობა არ აქვს“, როცა საქმე შვილის – ჯეიკის და მილი ბობი ბრაუნის ნიშნობას ეხება

მუსიკოსის ოცი წლის ვაჟმა და Stranger Things-ის მსახიობმა მილი ბობი ბრაუნმა ნიშნობა გასულ თვეში გამოაცხადეს.
მეტი