ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ბოლო 70 წელში პირველად აღნიშნავს კორონაციის ცერემონიას. 6 მაისს მეფე ჩარლზ მესამის მე-40 მონარქი გახდება. მეფედ კურთხევის ოფიციალური ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.
ცერემონიის მუსიკალური პროგრამა სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი ალბომის სახით გამოიცემა.The Official Album of the Coronation აერთიანებს მასალას, რომლის ხანგრძლივობა ოთხ საათზე მეტია. The Official Album of the Coronation მუსიკალურ ნომრებთან ერთად, ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვით გამოსვლის ჩანაწერებსაც გააერთიანებს. ალბომში შევა ენდრიუ ლოიდ უებერის მიერ დაწერილიო კორონაციის ჰიმნი სახელწოდებით Make a Joyful Noise, ასევე ანდრეა ბოჩელის, ხოსე კარერასის, ლორენ მააზელის და სხვა ხელოვანების საშემსრულებლო ნომრები.
„ეს ნამდვილად ისტორიული ჩანაწერია, რომელიც აერთიანებს მუსიკის დიდებულ არეალს, ეხმიანება მსოფლიო ტრადიციებს“ – წერია ალბომის პროდიუსერი ანა ბერის ოფიციალურ განცხადებაში
The Official Album of the Coronation 6 მაისს ციფრულ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი, 15 მაისს კი ფიზიკური დისკის სახით გამოიცემა.
კორონაციის ცერემონიას სამეფო ოჯახის წევრებთან და გარემოცვასთან ერთად, პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი დაესწრებიან. ცერემონიაზე ასევე მიწვეული არიან ოფიციალური წარმომადგენლები 203 ქვეყნიდან, მათ შორის 100-მდე ქვეყნის მეთაური. გარდა ოფიციალური პოლიტიკური წარმომადგენლობისა, კორონაციის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმართა სიაში არის 400-მდე ახალგაზრდა, რომლებიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს წარმოადგენენ.
კორონაციის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, 7 მაისს, უინძორის სასახლეში სპეციალური კონცერტი გაიმართება, რომელშიღა კეტი პერი და ლიონელ რიჩი მიიღებენ მონაწილეობას. სცენაზე ასევე წარდგებიან ანდრეა ბოჩელი, ნიკოლ შეზინგერი, ტიუა სავაჯი, პალომა ფეითი, ფრეია რაიდინგსი და სერ ბრინ ტერფელი.
მეფე ჩარლზის კორონაციის ცერემონიასთან დაკავშირებით მეტ დეტალებს გაეცანით ბმულზე.