QUEMMEKH-ის მუსიკალური პერფორმანსი Holoseum-ში

Holoseum-ის ინტერაქციულ სივრცეში მუსიკალურმა კოლექტივმა აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია წარადგინა.

5 მაისს, Holoseum-ში ქართული მუსიკალური პროექტის – QUEMMEKH-ის კონცერტი გაიმართა. ჯგუფი ცოცხალი შესრულების ფორმატით ახალი ალბომის „ნოსტალგიას“  გამოშვების შემდეგ პირველად წარდგა. QUEMMEKH-მა შეასრულა როგორც თავისი მსმენელისათვის უკვე კარგად ნაცნობი ტრეკები, ასევე ახალი კომპოზიციები.

მუსიკალური პროექტის წევრები ამბობენ – „ქვემეხი არის მუსიკოსებისა და ხელოვანების დაჯგუფება, ვისაც აქვთ ამბიციური მიზნები, შეაღწიონ ადამიანების გონებაში და იქ მყოფი აზრები შეარყიონ”. შემოქმედების მიღმა არსებული იდეები და ფასეულობები კარგად ჩანს QUEMMEKH-ის კონცერტებზეც, რადგან პროექტი მსმენელს მხოლოდ მუსიკალურ საღამოებს არ სთავაზობს – თითოეულ ლაივზე დიდი ყურადღება ეთმობა ვენიუს, ვიზუალურ გაფორმებას, ზოგად ატმოსფეროს და იმ გზავნილებს, რომელსაც ბენდი სცენიდან ახმოვანებს. სწორედ QUEMMEKH-ისთვის ჩვეული შოუების გაგრძელება ვიხილეთ Holoseum-ში. Holoseum-ის ინტერაქციული სივრცეში მუსიკალურმა კოლექტივმა აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია წარადგინა, რომელიც QUEMMEKH-ის ერთგვარი ქრონიკებია და როგორც თავად ჯგუფის წევრები აფასებენ – „ქვემეხის სამყაროს გადმოსცემს.“

სანდრო ქერაული, QUEMMEKH-ის ფრონტმენი, ვოკალისტი:

„დღეს ახალი ალბომიდან რამდენიმე ტრეკი პირველად დავუკარით. ამ ყველაფერს კი ვიზუალური ინსტალაცია ახლდა, რომლის შექმნაშიც ლევან გაგილაძე დაგვეხმარა. ამ აუდიო ვიზუალური მუზეუმის მთელს სამს სართულზე  სულ „ქვემეხის“ მასალა იყო. მოსულ მსმენელს შეეძლო ჩვენი არქივი ენახა – როგორ ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ. ზოგადად ყველაფერს ვიღებთ ხოლმე და დღეს ეს ჩანაწერები ვიდეო ინსტალაციის ფორმატის გამოფენად იქცა.“

სანდრო ქერაული გვიყვება, რომ კონცერტი ხუთ დღეში დაიგეგმა და შესაბამისად ლაივისთვის მზადება ცოცხალი პროცესი იყო, რომელშიც მუსიკალური კოლექტივის მეგობარი არტისტები აქტიურად იყვნენ ჩართული. 

რაც შეეხება QUEMMEKH-ის ახალ ალბომს, ბენდმა  „ნოსტალგია„ 2023 წლის მარტში გამოუშვა და მასში 12 ტრეკი გაერთიანდა. როგორც ალბომის გამოცემისას სანდრო ქერაულმა „Billboard საქართველოსთან“ ინტერვიუში თქვა, მასზე მუშაობისას ბევრი ძველი ტრეკი გაცოცხლდა. „ეს ალბომი ნოსტალგიაზე, სინანულზე და ისევ რაღაცის იმედზეა. პოლიტიკურად, თუ შინაგანი განცდების თვალსაზრისით როგორი არეულებიც ახლა ჩვენ ვართ,  ალბომიც ასეთივე ქაოსურია“ – აღნიშნა არტისტმა. 

მოუსმინეთ QUEMMEKH-ის ახალ ალბომს სახელწოდებით – „ნოსტალგია“ :

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მეფე ჩარლზ მესამის კორონაციისადმი მიძღვნილი ალბომი ენდრიუ ლოიდ უებერს, ანდრეა ბოჩელის და სხვა ცნობილ მუსიკოსებს აერთიანებს

შემდეგი სტატია

ედ შირანმა ახალი ალბომი 12 ახალი ვიდეოკლიპით გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი