დიდი ბრიტანეთი „ევროვიზია 2023-ს”  მასპინძლობს

„ევროვიზიის სიმღერის კონკურსი” ლივერპულში 9, 11 და 13 მაისს გაიმართება.
სემ რაიდერი, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი „ევროვიზია 2022-ზე“
სემ რაიდერი, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი „ევროვიზია 2022-ზე“

გასულ წელს „ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე” დიდმა ბრიტანეთმა მეორე ადგილი დაიკავა და წელს კონკურსს სწორედ ბრიტანეთი უმასპინძლებს, რომელიც ლივერპულში გაიმართება.

წესების თანახმად მომდევნო კონკურსს გამარჯვებული ქვეყანა მასპინძლობს, თუმცა წინა წელს პირველი ადგილი უკრაინამ დაიკავა, სადაც რუსეთ- უკრაინის ომის გამო ღონისძიების ჩატარება ვერ მოხერხდა. 

2022 წლის „ევროვიზიის კონკურსზე“ ინგლისი მეორე ადგილზე გავიდა და 2023 წლის ევროვიზიის კონკურსის მასპინძლობაც შესაბამისად ამ ქვეყანას ერგო. ევროვიზიის ნახევარფინალი სამშაბათს 9 მაისს იწყება, ხოლო ფინალი შაბათს 13 მაისს გაიმართება. 

„ევროვიზია გრანდიოზული ღონისძიებაა და მიხარია რომ აქ ვარ“, თქვა მომღერალმა რიტა ორამ, რომელიც ლივერპულში, ევროვიზიის ნახევარფინალში, მაყურებლის წინაშე ინტერვალის დროს წარდგება. 

ბოლოს დიდმა ბრიტანეთმა ევროვიზიის კონკურსი 1997 წელს Katrina and the Waves-ის სიმღერით Love Shine A Light- მოიგო. 

წელს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი მეი მიულერი ოპტიმისტურად არის განწყობილი. „ენერგია განსხვავებულად იგრძნობა“- ამბობს იგი. ევროვიზიაზე, მომღერალი და კომპოზიტორი დიდ ბრიტანეთს სიმღერით I Wrote a Song წარადგენს.

წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი წამყვანი, უკრაინელი როკ ვარსკვლავი და ბენდ The Hardkiss-ის ვოკალისტი ჯულია სანინაა, რომელიც ასევე თანხმდება, რომ 2023 წელს ევროვიზიის კონკურსს დიდი ბრიტანეთი გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება. გარდა ამისა ამას ენთუზიაზმიც ემატება, რადგან ლივერპული ევროვიზიას უკრაინის სახელით მასპინძლობს.

2022 წელს „ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე” უკრაინულმა ბენდმა Kalush Orchestra-მ გაიმარჯვა, როდესაც დიდი ბრიტანეთი უკრაინის მაგივრად ევროვიზიის მასპინძლობას დათანხმდა, ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინის კულტურის და ხალხის ინტერესებს დაიცავდა. „ლივერპული ლამაზი და მეგობრული ქალაქია, უკრაინის დროშა და სიმბოლოები ქალაქში თითქმის ყველგან მხვდება, რაც  ძალიან მახარებს.“ აღნიშნა უკრაინელმა მომღერალმა ჯულია სანინამ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ანამარია ბურდული

თვითნასწავლი მუსიკოსი და მულტიმედია არტისტი – ანამარია ბურდული

შემდეგი სტატია

ნახეთ შაკირას ემოციური სიტყვა ბილბორდის დაჯილდოებაზე „ლათინო ქალები მუსიკაში”

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი