ნახეთ შაკირას ემოციური სიტყვა ბილბორდის დაჯილდოებაზე „ლათინო ქალები მუსიკაში”

შაკირა 2023 წლის ქალად დასახელდა. მომღერალს ჯილდო ასევე კოლუმბიელმა ვარსკვლავმა Maluma-მ გადასცა.

მაიამიში გადასვლის შემდეგ პირველი საჯარო გამოსვლისას შაკირამ ემოციური სიტყვა წარმოთქვა. ბილბორდის „ლათინო ქალები მუსიკაში” პირველ დაჯილდოებაზე ვარსკვლავმა წლის ქალის წოდება დაიმსახურა.

Სიტყვით გამოსვლისას შაკირამ მადლობა გადაუხადა დედას, მეგობრებსა და ქალებს. მის გამოსვლას აუდიტორიის დიდი ოვაციები ახლდა თან. 

„სიმართლეა, რომ როცა თავს დაკარგულად ვგრძნობდი, მუსიკა მაბრუნებდა ჩემს თავთან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები რაც კი ამ წელს ვისწავლე,  ვისწავლე სხვა ქალებისგან და სწორედ მათთვის დავწერე ის, რაც დავწერე და მათთვის ვიმღერე ის, რაც ვიმღერე. რადგანაც მხოლოდ ქალს შეუძლია უყვარდეს იქამდე, სანამ ნამსხვრევებად არ იქცევა. შეუძლია, ილაპარაკოს ყველაზე მწარე სიმართლე. შეუძლია, იმღეროს გაბრაზებულმა, იცეკვოს და ემოციებისგან იტიროს. მხოლოდ ქალს შეუძლია ეს,” – განაცხადა ვარსკვლავმა 2000 მაყურებლის წინაშე.

„და კიდევ, არსებობს ერთი განსაკუთრებული ქალი, რომელიც ჩემი შთაგონების ყველაზე დიდი წყაროა: დედაჩემი. დედა, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რასაც ამ წელს შეეჯახე, შენ მაინც უსაზღვრო სიყვარულითა და შეუპოვრობით დგახარ. ჩემი წლის ქალი შენ ხარ. ასე რომ, ეს აღიარება შენთვისაა. ასევე ჩემი მეგობრებისთვის, რომლებიც გვერდში მედგნენ და მიჭერდნენ, როცა ფეხები აღარ მემორჩილებოდა. და ასევე ყველა მარტოხელა დედისთვის, რომლებიც ლომებივით იცავენ თავიანთ შვილებს.”

შაკირა ბილბორდის წლის ლათინო ქალად მისი ახალი მიღწევების გამო დასახელდა. 2022 წელს მან ესპანურენოვანი სიმღერა Monotonía გამოსცა და გინესის 14 რეკორდი მოხსნა სიმღერით Shakira: BZRP Music Sessions #53, რომელიც ბლბორდის „ცხელი ასეულის” მეცხრე ადგილს იკავებდა. ამით შაკირა პირველი ქალი გახდა, რომელიც ტოპ ათეულში ესპანური სიმღერით შევიდა.

Ნახეთ ნაწყვეტი შაკირას გამოსვლიდან

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სემ რაიდერი, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი „ევროვიზია 2022-ზე“

დიდი ბრიტანეთი „ევროვიზია 2023-ს”  მასპინძლობს

შემდეგი სტატია

ბექა გოჩიაშვილი მსმენელის წინაშე „ფალესტრას“ სცენაზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი