ჯგუფმა Thirty Seconds to Mars ალბომი დააანონსა და ახალი სინგლი წარადგინა

ალბომი სახელწოდებით It’s the End of the World But It’s a Beautiful Day ბოლო ხუთ წელიწადში ბენდის პირველი მუსიკალური ნამუშევარია.
ფოტო: ბართლომეო კაბინსი


ბენდმა Thirty Seconds to Mars ახალი ალბომი დააანონსა.  It’s the End of the World But It’s a Beautiful Day  – ასე ჰქვია მუსიკალური კოლექტივის რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომს და ის 2023 წლის სექტემბერში გამოიცემა. 

ალბომის დაანონსების აღსანიშნავად, ჯგუფმა ახალი სიმღერა – Stuck და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა. ვიდეოს რეჟისურა თავად ბენდის ვოკალისტს, ჯარედ ლეტოს ეკუთვნის. 

„დედაჩემის შემოქმედებითი ბუნების წყალობით, მე და ჩემს ძმას ბავშვობიდანვე ხელოვნებისა და ფოტოგრაფიისადმი სიყვარული ადრეული ასაკიდანვე გაგვიჩნდა. – აღნიშნა ჯარედ ლეტომ. „Stuck ჩვენი პირველი სიმღერაა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში  და ის არის სიყვარულის გზავნილი ჩემი საყვარელი ფოტოგრაფების მისამართით. ესენი არიან არტისტები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე – რიჩარდ ავედონი, ირვინგ პენი, რობერტ მეპლტორპი, დაიან არბუსი, ჰერბ რიტსი და სხვები. ესენი არიან არტისტები, რომლებმაც შეცვალეს ჩემი აღქმა და ახალი შესაძლებლობები დამანახეს“ – თქვა ჯარედ ლეტომ. 

Stuck უკანასკნელ ხუთ წელიწადში Thirty Seconds to Mars-ის პირველი მუსიკალური ნამუშევარია. მაისში ჯგუფი  BBC Radio 1-ის პროექტის Big Weekend-ის სტუმარი იქნება, აგვისტოში კი ფესტივალ  Lollapalooza-ს სცენაზე წარდგება. გარდა ამისა, Thirty Seconds to Mars ოქტომბერში ლას ვეგასში  დაგეგმილი ფესტივალის, სახელწოდებით When We Were Young Festival  ერთ-ერთი მონაწილეა. 

ნახეთ მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Stuck:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოების გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

დიმიტრი კრიმოვი

დიმიტრი კრიმოვი –  სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი