ნახეთ MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოების გამარჯვებულები

2023 წლის დაჯილდოება ეთერში ჩანაწერით გავიდა.
MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოების პრიზი – ოქროს პოპკორნი
Rich Polk/Getty Images for MTV

ტეილორ სვიფტი და სელენა გომესი MTV-ის კინოსა და ტელევიზიის 2023 წლის დაჯილდოების მუსიკალური კატეგორიების გამარჯვებულები გახდნენ. ცერემონიაზე ყველაზე მეტი ჯილდო HBO-ს სერიალმა The Last of Us-მა დაიმსახურა. 

სვიფტის Carolina ფილმიდან Where the Crawdads Sing საუკეთესო სიმღერად დასახელდა. ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ასევე დემი ლოვატო, ლედი გაგა, რიანა, Doja Cat და OneRepublic.

გომესის My Mind & Me კი საუკეთესო მუსიკალურ დოკუმენტურ ფილმად დასახელდა. მისი კონკურენტები იყვნენ ფილმები Halftime, Love Lizzo, Sheryl და The Day the Music Died: The Story of Don McLean’s American Pie.

ამერიკის მწერალთა გილდიის გაფიცვის გამო, წელს MTV -ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოება ეთერში ჩანაწერით გავიდა. დრიუ ბერიმორმა, რომელიც შოუს წამყვანი უნდა ყოფილიყო, გაფიცული სცენარისტების სოლიდარობის ნიშნად ღონისძიების გაძღოლაზე უარი განაცხადა.

Ნახეთ MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოების 2023 წლის გამარჯვებულთა სია:

Საუკეთესო ფილმი – Scream VI 

Საუკეთესო შოუ – The Last of Us

Საუკეთესო შესრულება ფილმში – ტომ კრუზი, Top Gun: Maverick

Საუკეთესო გმირი – პედრო პასკალი, The Last of Us

Საუკეთესო ანტიგმირი – ელიზაბეთ ოლსენი, Doctor Strange in the Multiverse of Madness 

Საუკეთესო კოცნა – მედისონ ბეილი და რუდი პენკოუ, Outer Banks

Საუკეთესო კომედიური შესრულება – ადამ სენდლერი, Murder Mystery 2

საეტაპო შესრულება – ჯოსეფ ქუინი, Stranger Things 

Საუკეთესო ბრძოლა – კორტნი კოქსი და Ghostface, Scream VI

ყველაზე შეშინებული შესრულება – ჯენიფერ კულიჯი, The White Lotus

Საუკეთესო დუეტი – პედრო პასკალი და ბელა რამსი, The Last of Us

Საუკეთესო სამსახიობო გუნდი – Stranger Things 

Საუკეთესო სიმღერა – ტეილორ სვიფტის Carolina (Where the Crawdads Sing)

Საუკეთესო რეალითი შოუ – RuPaul’s Drag Race: All-Stars

Საუკეთესო წამყვანი – დრიუ ბერიმორი, The Drew Barrymore Show

Საუკეთესო რეალითი ეკრანული გუნდი – Vanderpump Rules

Საუკეთესო მუსიკალური დოკუმენტური ფილმი – სელენა გომესის My Mind & Me

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბექა გოჩიაშვილი მსმენელის წინაშე „ფალესტრას“ სცენაზე წარდგება

შემდეგი სტატია

ჯგუფმა Thirty Seconds to Mars ალბომი დააანონსა და ახალი სინგლი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი
სტივ სტივენსი და ბილი აიდოლი გიტარის ცენტრის ჰოლივუდ Rockwalk-ზე. 2026 წლის 23 ივნისი, ლოს-ანჯელესი. Katie Flores/Variety

ბილი აიდოლი და სტივ სტივენსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლამდე ჰოლივუდის Rockwalk-ში შეიყვანეს

„სტივთან ერთად საოცარი დრო გავატარე. მან ჩემი ბევრი გიჟური იდეა რეალობად აქცია,“ - განაცხადა ბილი აიდოლმა ღონისძიებაზე.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი
კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი