2023 წლის „ევროვიზიის” მეორე ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია

ავსტრალია, ავსტრია და ბელგია ფავორიტ ქვეყნებს, შვედეთს და ფინეთს „ევროვიზიის” ფინალზე შეუერთდებიან. ფინალი შაბათს, ლივერპულში M&S Bank Arena-ზე გაიმართება.
ევროვიზიის ღონისძიება, 2023 წლის 7 მაისი, ლივერპული, ფოტო: დომინიკ ლიპინსკი
ევროვიზიის ღონისძიება, 2023 წლის 7 მაისი, ლივერპული, ფოტო: დომინიკ ლიპინსკი

„ევროვიზიის სიმღერის კონკურსის” 2023 წლის სლოგანით United By Music მეორე ნაკადის ფინალისტთა ვინაობას ასახელებს. ავსტრალია, ავსტრია და ბელგია ფავორიტ ქვეყნებს, შვედეთს და ფინეთს, ფინალში შეუერთდებიან.

თექვსმეტი მონაწილე ქვეყნიდან ფინალში გადავიდნენ: ავსტრალია, ავსტრია და ბელგია ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ლიტვა, პოლონეთი, სლოვენია და სომხეთი.

კონკურსს გამოეთიშა საქართველო, სან მარინო, ისლანდია, რუმინეთი, დანია და საბერძნეთი.

პირველ ნახევარფინალში გადასული ქვეყნები არიან:  ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, სერბეთი და ნორვეგია, რომლებიც  შაბათს 13 მაისს ფინალისტებს  ლივერპულში M&S Bank Arena-ზე შეუერთდებიან. 

ფინალურ კონკურსზე ჯამში 26 სიმღერა შესრულდება. ფინალში გადასული ქვეყნების გარდა „ევროვიზია” 2023 წლის ფინალს დიდი ხუთეულის ქვეყნები ავტომატურად შეუერთდებიან. დიდი ხუთეულის ქვეყნები არიან: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანი, იტალია და ესპანეთი  და დამატებით უკრაინა. გასულ წელს „ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე”  უკრაინულმა რეპ-ფოლკ ჯგუფმა Kalush Orchestra-მ გაიმარჯვა, სიმღერით Stefania.

„ევროპის საერთაშორისო მაუწყებლების” მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემა „ევროვიზიის” კონკურსი, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ყურებად მუსიკალურ კონკურსად აქცევს. „ევროპის მაუწყებელთა კავშირის” (EBU) ორგანიზატორების თქმით, გასულ წელს კონკურსს 34 ქვეყანაში  161 მილიონზე მეტი ადამიანი  უყურებდა

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბიონსემ Renaissance-ის მსოფლიო საკონცერტო ტურნეს დაწყება სპეციალური თიზერით აღნიშნა 

შემდეგი სტატია

Bedford Falls ახალ ვიდეოკლიპს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი