Bedford Falls ახალ ვიდეოკლიპს აზიარებს

„მიენდე” ჯგუფის ამავე სახელწოდების ალბომის ბოლო სინგლია.

Bedford Falls ახალ ვიდეოკლიპს აზიარებს სიმღერაზე „მიენდე”. ჯგუფის შემოქმედებაში საკმაოდ განსხვავებული ჟღერადობის კომპოზიციაზე შექმნილი კლიპის სცენარი მინდია არაბულს ეკუთვნის. ვიდეოს რეჟისორი ავი მუსაიფია. 

დათო ჯიქია:

„თავიდანვე გვინდოდა, რომ სიმღერა ცოტა dark მიმართულებით ყოფილიყო. თუ აქამდე ძირითადად ვმღეროდით მაჟორში, ამ შემთხვევაში ერთ მინორულ რიტმზე აწყობილი სიმღერის გაკეთება გვინდოდა. შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ უფრო გოთიკური განწყობით ალბათ. ეს წლების წინანდელი მელოდიური ხაზია, რომელიც ამდენი ხანი ვითარდებოდა, რომ ამ სიმღერად ჩამოყალიბებულიყო, როგორიც არ გვაქვს საერთოდ რეპერტუარში. საბოლოოდ ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც გვინდოდა. განსაკუთრებით კლიმაქსის ნაწილი, როცა უკვე შემოდის ეს ხმები, რომლებიც ყვირიან და ძალიან მძაფრ შეგრძნებებს ქმნიან. აი, ზუსტად ეგ გვინდოდა. 

ვიდეოს რაც შეეხება, განწყობის თვალსაზრისით იმავე კონცეფციაშია. თემატიკა და სიუჟეტი არაა აუცილებელი, რომ სიმღერის მთლიან არსს გამოხატავდეს. მთავარია, განწყობაში იყოს თანწყობა. კლიპი ძველ დროშია გადაღებული, მაგრამ თან ანაქრონიზმია – დროების არევა. ვიდეოს კონცეფცია მინდია არაბულსა და ავი მუსაიფს ეკუთვნის. ერთადერთი, რაც ჩვენი სურვილი იყო, ეგ არის, რომ თავის აფეთქება ყოფილიყო კლიპში იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე სიმღერაში, აი, „მერმისში” გვაქვს, მაგალითად, „ვერ აგვიფეთქებთ თავს”. ასევე რამდენიმე სიმღერაში იყო please don’t blow our heads up. ბევრჯერ გამეორებული იდეაა ჩვენს შემოქმედებაში და აქაც დავტოვეთ.”

„მიენდე” Bedford Falls-ის ამავე სახელწოდების ალბომის ბოლო სინგლია. ალბომის პრეზენტაცია დღეს, 12 მაისს Factory Tbilisi-ში შედგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ევროვიზიის ღონისძიება, 2023 წლის 7 მაისი, ლივერპული, ფოტო: დომინიკ ლიპინსკი

2023 წლის „ევროვიზიის” მეორე ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია

შემდეგი სტატია

SZA-ს ალბომმა სახელწოდებით SOS არეთა ფრანკლინის რეკორდი მოხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი