ჰარი სტაილსის შესახებ კომიქსი გამოიცა

კომიქსი 22 გვერდისაგან შედგება და ის 10 მაისს ციფრული და ფიზიკური ფორმატით გამოიცა.
ფოტო: ნილსონ ბარნარდი / ხმისჩამწერი აკადემია


გრემის მფლობელი ჰარი სტაილსი კომიქსის გმირი ხდება. გამომცემელობა TidalWave Comics-მა კომიქსი, სახელწოდებით Fame: Harry Styles გამოუშვა. გრაფიკული რომანი აღწერს ისტორიას, თუ როგორ მოიპოვა ჰარი სტაილსმა მსოფლიო პოპულარობა.

კომიქსის ავტორი დარენ ჯი დევისია, ხოლო ილუსტრაციები რემონ სალასს ეკუთვნის. 22-გვერდიანი კომიქსი 10 მაისს ციფრული და ფიზიკური ფორმატით გამოიცა. 

„ჰარი სტაილსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ვარსკვლავია. ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ, მის ისტორიას კომიქსის მეშვეობით გაეცნოთ“ – ნათქვამია პროექტის ანოტაციაში. 

კომიქსის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი ილუსტრაციებია, რომელზეც ჰარი სტაილსი თავის ყველაზე ცნობილ კოსტიუმებშია დახატული. მათ შორის არის კოსტიუმები Vogue-ის ყდიდან და მუსიკალური ვიდეოებიდან. 

ჰარი სტაილსი არ არის პირველი მუსიკოსი, რომლის შესახებაც TidalWave-მა კომიქსი გამოსცა. სხვადასხვა დროს  გამომცემლობამ კომიქსის გმირებად აქცია ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: ლედი გაგა, Lil Nas X, ბიონსე, Drake, სელენა გომესი და მუსიკალური სცენის სხვა ვარსკვლავები. 

„ჩვენ ბიოგრაფიულ კომიქსებში საკუთარს ნიშას მივაგენით. ამ კომიქსების წარმატება ადასტურებს, რომ ამბის თხრობის ხელოვნებას იმაზე დიდი აუდიტორია ჰყავს, ვიდრე ბევრს ჰგონია. მკითხველები რაღაც უფრო მეტს ეძებენ ვიდრე უბრალოდ სუპერ გმირებს, ან საშიშ ისტორიებს. ჩვენი ბიოგრაფიული კომიქსებით ვცდილობთ მკითხველს საყვარელი ვარსკვლავები ახალი კუთხით დავანახოთ.  ნახეთ კომიქსის –  Fame: Harry Styles ყდები TidalWave-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მარტინ კრატოჩვილის Jazz Q და ანტონიო ფარაო თბილისის ჯაზფესტივალის სცენაზე

შემდეგი სტატია

ბიონსემ Renaissance-ის მსოფლიო საკონცერტო ტურნეს დაწყება სპეციალური თიზერით აღნიშნა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი