Metal Battle Caucasia & Türkiye-ის ფინალი თბილისში

20 მაისს 18:00 საათზე – Factory Tbilisi-ში Metal Battle Caucasia & Türkiye ფინალი გაიმართება

შაბათს, Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე მეტალ ბენდების ENFORCEMENT,  BLACK TOOTH, EVIL DECAY და PERFECT LEGACY ფინალური ბათლი გაიმართება. კონკურსში ოთხი ქვეყნის ბენდები (საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი) მიიღებენ მონაწილეობას. 

ფინალური ბათლის გამარჯვებული კი მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ ფესტივალზე Wacken Open Air-ზე დაუკრავს.

„2012 წელს ჩვენ (JAM! Events) სამხრეთ კავკასიაში მსოფლიოში უმსხვილესი როკ/მეტალ ფესტივალის (Wacken Open Air/Germany) პარტნიორი და პრომოუტერი გავხდით. 

Metal Battle შესარჩევი კონკურსია, რომელიც თითქმის მთელს მსოფლიოში ტარდება. კონკურსში გამარჯვებული ბენდი თავის რეგიონს ამ ფესტივალზე წარადგენს.

ამ წლიდან ჩვენს რეგიონს თურქეთიც დაემატა და ჯამში ოთხი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) ბენდები მიიღებენ მონაწილეობას. 

მუსიკალური მხარეს გარდა, ეს პროექტი რეგიონის ახალგაზრდების ერთმანეთთან კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების შესანიშნავი საშუალებაა. ძალიან ბედნიერები ვართ, როცა ვხედავთ როგორ თანამშრომლობენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს, მაგალითად სომხური და აზერბაიჯანული ბენდები, რაც ჩვენთან უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა.” –  ერიკ ხაჩენს (Eric Hutchence), ფესტივალის ორგანიზატორი, Wacken Metal Battle Caucasia & Türkiye დირექტორი.

Metal Battle-ის ჟიურის წევრები მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები იქნებიან. ყოველი მათგანი ფინალისტების ქვეყნებიდან არიან.

„თვითონ Wacken Open Air დღეს, მსოფლიოში მასშტაბით უმსხვილესი ფესტივალია, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში ტარდება. აქვს ათი სცენა და ახალ ბენდებსაც შანსს აძლევს, მაგალითად ჩვენი კონკურსის მეშვეობით.

20 მაისს, 18:00 საათიდან, Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე ფინალი გაიმართება, სადაც გამოვლინდება ბენდი, რომელიც წელს გერმანიაში ჩვენს რეგიონს წარადგენს.“ – ერიკ ხაჩენს (Eric Hutchence), ფესტივალის ორგანიზატორი, Wacken Metal Battle Caucasia & Türkiye დირექტორი.

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები QUEMMEKH და ERIC HUTCHENCE დაუკრავენ. 

Metal Battle-ზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსის ახალი მუსიკალური ვიდეო-კლიპი Jaded

შემდეგი სტატია

სელენა გომესი Food Network-ს ორი ახალი კულინარიული შოუთი  უერთდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი
ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი