ლადო & რეცეპტი: „რჩეული სიმღერები“ – ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა ახალ ფირფიტას წარადგენს

„ეს არის პოლიტიკური მუსიკა, რომელიც არასდროს ჟღერს პოლიტიკურ ლოზუნგებად“.
ლადო ბურდულისა და ჯგუფ „რეცეპტის“ ფირფიტის, „რჩეული სიმღერების“ პრეზენტაცია
ლადო ბურდულისა და ჯგუფ „რეცეპტის“ ფირფიტის, „რჩეული სიმღერების“ პრეზენტაცია

Georgian Music Legacy Collection (GMLC) ქართული ანდერგრაუნდის მნიშვნელოვანი ჩანაწერების აღდგენასა და პოპულარიზაციას აგრძელებს. 14 ნოემბერს Mutant Radio-ს სივრცეში ლადო ბურდულისა და ჯგუფ „რეცეპტის“ ფირფიტის, „რჩეული სიმღერების“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

ლადო ბურდულმა ჯგუფი „რეცეპტი“ 1987-იან წელს ზაზა სახამბერიძესთან, ვოვა ვარდანიანთან და კახა გუგუშვილთან ერთად დააარსა. ჯგუფი 1992 წლამდე არსებობდა და ქართული მუსიკისთვის მნიშვნელოვან პერიოდში, საბჭოთა სისტემის რღვევისა და კულტურული ცვლილებების ფონზე, ქართულენოვან მუსიკაში სოციალური პროტესტისა და ახალი მუსიკალური ესთეტიკის ერთ-ერთ გამორჩეულ ხმად იქცა. სწორედ „რეცეპტის“ შემოქმედებაში გაჟღერდა პირველად ქართულ ენაზე სოციალური პროტესტი, რომელიც პირდაპირ და უკომპრომისოდ მიდიოდა მსმენელამდე.

ჯგუფის ისტორიისა და მუსიკალური მემკვიდრეობის შესახებ ღონისძიების აღწერაში ნათქვამია:

„ყველაფერი, რაშიც ნამდვილი ბრაზი, სიბნელე და პროტესტი იკითხება, კულტურა კი არა — პრობლემაა. „რეცეპტი“ კი პირველივე აკორდიდან პრობლემაა.

ლადო ბურდული თავისი დროის ქართულ მუსიკალურ სივრცეში სრულიად გამორჩეული ფიგურაა. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლისა და სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილი კონტრაბასისტი როკმუსიკამდე კლასიკური ტრადიციის უარყოფით მივიდა და არა მისი უცოდინრობით — მან ეს წესები ზედმიწევნით შეისწავლა და შემდეგ გადაწყვიტა, რომ ისინი საკმარისი აღარ იყო. ტოტალური კონფორმიზმის ეპოქაში, სახლის სტუდიაში, ინსტიტუციური მხარდაჭერისა და ოფიციალური პერსპექტივის გარეშე შექმნილი უხეში, მძვინვარე, ქართულენოვანი პანკი მხოლოდ ესთეტიკური არჩევანი კი არა, წინააღმდეგობის აქტი იყო.

ჟღერადობა დარკ-პანკისა და ქოლდ-ვეივის გზაგასაყარზე იბადება, თუმცა ამ მუსიკას ავთენტურად თბილისურს ხმა და ტექსტები ხდის. ბურდულის პოეზია ტკივილს უსაფრთხო დისტანციიდან არ აკვირდება და არ ახდენს მის ესთეტიზებას — ის თავად ცხოვრობს მასში. ეს არის პოლიტიკური მუსიკა, რომელიც არასდროს ჟღერს პოლიტიკურ ლოზუნგებად: აქ ცოცხალი ადამიანების ხმა ისმის. „რეცეპტმა“ 80-იანებში ქართულ მუსიკას ახალი ვექტორი შესძინა — ქართულ იდენტობაში ფესვგადგმული, დასავლეთისკენ მომართული, ფეთქებადი და უკომპრომისო. ის ენერგია, სიმძაფრე და გარდაუვალობა, რაც 90-იანების დასაწყისში გრანჟსა და პოსტ-პანკში გლობალურად იფეთქებს, აქ, თბილისში, უკვე ცოცხლობდა — ყოველგვარი ლეიბლისა და მზა შაბლონის გარეშე.“ 

„რეცეპტი” ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იბადებოდა 90-იანების პერიოდში ქართული ალტერნატიული სცენა, ეს არის ცოცხალი დოკუმენტი, რომლის ხელახლა გამოცემული ფირფიტების შეძენა უკვე შესაძლებელია Vodkast Records-სა და Retromania-ში.

მოისმინეთ ალბომში შესული ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაა „მე მოვრბოდი შენსკენ“, რომელიც იდეალურად ასახავს იმ ეპოქის ჟღერადობასა და ემოციურ სიმძაფრეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

შემდეგი სტატია

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი