მადონა დედობასა და რადიკალ ქალთა მოდელებზე საუბრობს

მუსიკოსმა ფრიდა კალო, მართა გრეჰემი და ჯორჯია ო’კიფი გაიხსენა.
ფოტო: რიკარდო გომესი

მადონა დედის დღეს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დედობასა და ოჯახზე ემოციურ პოსტში ისაუბრა.

„მე ყოველდღე მენატრება დედაჩემი და ათწლეულების განმავლობაში ფანტაზიაში წარმოვიდგენ, თუ როგორი იქნებოდა, დედა რომ მყოლოდა: დახმარების სათხოვნელად, დამცველად, ზრუნვისა და სიბრძნისთვის. მე უარი ვთქვი დედობაზე ჩემს 30-იან წლებში, რადგან დედობას მსხვერპლთან, ტანჯვასთან და საბოლოოდ სიკვდილთან ვაკავშირებდი. მე კი არც ერთი მათგანი არ მინდოდა,” – წერს მადონა დედაზე, რომელიც მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა, როცა მომღერალი 5 წლის იყო. 

„მე გადავწყვიტე, რომ ნაკლებად ცნობილი გზა ამერჩია, რომელსაც არ ჰქონდა წინასწარ განსაზღვრული იდეა, თუ რას მოელოდნენ ჩემგან, როგორც ქალისგან. ჩემთვის მაგალითები იყვნენ რადიკალი ქალები, როგორებიც არიან ფრიდა კალო, მართა გრეჰემი და ჯორჯია ო’კიფი… დიდი ხელოვანები, რომელთაც არ ჰყავდათ შვილები!!”

ოჯახური ფოტოებისგან შემდგარ პოსტს მომღერალმა დაამატა, რომ როდესაც საბოლოოდ დედა გახდა, თავადაც გაოცებული დარჩა იმ ფაქტით, თუ როგორ მტკიცედ გრძნობდა თავს. თუმცა ამავე დროს დაბნეულად იმით, თუ როგორ იპოვიდა ბალანსს კარგ დედობასა და უკომპრომისო არტისტობას შორის. „ამ გზაზე ბევრი წლის განმავლობაში ნახევრად ბრმად ვიარე და ბევრი შეცდომა დავუშვი. Რადგან ყველა მშობელმა იცის, რომ არ არსებობს რაიმე ინსტრუქცია, რომელსაც გაჰყვები. მე, როგორც დედას, ჩემი მწვერვალებიც გამომიცდია და ჩემი დაცემებიც. ამისთვის ვერავინ მომამზადებდა.”

Პოსტის დასასრულს კი მადონა დედას მიმართავს: „ძვირფასო დედა, სადაც არ უნდა იყო… იმედი მაქვს, რომ ბედნიერი ხარ შენი შვილიშვილებით!! ხშირად წარმოვიდგენ, რომ ჩვენთან ერთად მღერი და ცეკვავ სამზარეულოში!”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ედ შირანის თქმით, ის ჰარი სტაილსით ამაყობს

შემდეგი სტატია

ნინო ქათამაძე Insight-თან ერთად ამერიკის და კანადის საკონცერტო ტურნეს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი