მაისი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობადობის თვეა და დემი ლოვატო თავის ხმას კვებით აშლილობაზე სასაუბროდ იყენებს.
„სულ პირველად, როცა სამკურნალოდ მივედი, 18 წლის ვიყავი” – აღნიშნა მომღერალმა NBC-სთან ინტერვიუში. „მივედი ჩემი კვებითი აშლილობისა და ემოციური პრობლემების გამო. და როცა იქიდან გამოვედი, გადაწყვეტილების წინაშე დავდექი: მოვკუმო პირი და არაფერი ვთქვა, ან გავუზიარო ჩემი გამოცდილება და ძალა სხვა ადამიანებს იმ იმედით, რომ ეს მათ წაადგებათ. მე მინდა, რომ სხვებს დავეხმარო. ვისურვებდი, რომ მეც მყოლოდა ასეთი ადამიანი, როცა 13 წლის ვიყავი, კვებითი აშლილობით ვიტანჯებოდი და თავს ვაშიმშილებდი. მინდოდა, რომ ამ დროს ვიღაცას ეთქვა: მე ეს უკვე გავიარე და შენ არ გჭირდება, რომ ეს გზა აირჩიო.”
ლოვატომ ასევე გაამხილა, რომ სხეულის დამახინჯებული აღქმა ახალგაზრდა ასაკში, საზოგადოების მიერ დაწესებული არარეალისტური სილამაზის სტანდარტების გამო დაეწყო. „როცა იდეალური სხეულის ფოტოების უყურებ, იწყებ შენი თავის დაკვირვებას და კრიტიკას. მე იმ პერიოდში გავიზარდე, როცა ახალგაზრდა ჰოლივუდი ძალიან, ძალიან გამხდარი იყო და ვფიქრობ, ამან ძალიან ცუდი გავლენა იქონია ჩემს კვებით ჩვევებსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე, რომელიც კვებით აშლილობაში გადაიზარდა.”
დემი ლოვატო ასევე მოუწოდებს ახალგაზრდებს, ითხოვონ დახმარება, როცა ეს სჭირდებათ. „მინდა, მათ იცოდნენ, რომ ადამიანებთან საუბარი და მათთვის დახმარების თხოვნა ნორმალურია და მეტიც, ეს ზუსტად ისაა, რაც უნდა გააკეთოთ.”