საქართველო ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს ყოველ წელს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნა.
წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წელი შესრულდა. ამ დღეს თექვსმეტ სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებები გაიმართა.
თბილისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 11 საათზე დაიწყო, სადაც ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგა. დასკვნითი ღონისძიება კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას წამყვანები: მანიკა ასათიანი და დავით ალადაშვილი უძღვებოდნენ. შემსრულებელთა სია კი ასე გამოიყურება: ოპერის მოღერალი იანო ალიბეგაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი, ანსამბლი ბასიანი, სამების მგალობელთა გუნდი, Georgian Six, კონსტანტინე ყიფიანი, ნუკრი კაპანაძე, მარიამ ალექსიძის საბალეტო დასი, ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, სოფო ხალვაში და თინი ბალანჩინი.
2023 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მთავარი მესიჯია – #ესდღეჩვენია.
ნახეთ ფოტოები კონცერტიდან: