Nimitta-ს და ქეთათოს დუეტი – მანტრა და სიყვარულის გარშემო გაერთიანებული იდეა

„…რომ სიყვარული სიტყვა არ არის, ის უკვდავია, ყველაფერია.”

Nimitta-მ და ქეთათომ დუეტი ჩაწერეს და მსმენელს მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი წარუდგინეს. Სიმღერა სახელწოდებით Laozi შივასადმი მიძღვნილი მანტრით იწყება და ერთი იდეის – სიყვარულის გარშემო ერთიანდება. 

ქეთათო:

„ეს იყო დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა Nimitta-მ ეს ტრეკი მომასმენინა – namah shivaya. Ძალიან საინტერესო, ყველასგან განსხვავებული ბითი იყო და ეს მანტრას ტექსტიც ძალიან საინტერესოდ ჟღერდა. იქვე გამიჩნდა რაღაც იდეები, ვოკალიც დავადე და სახლში რომ მოვედი, ამ მთელი დღის ნამუშევარს ვუსმენდი. ჩემი კატა და ძაღლი კი ამ დროს, როგორც ყოველთვის, ერთმანეთში ტერიტორიებს იყოფდნენ. ჩემს კატას ჰქვია ნებიერა, ძაღლს კი – ლაოძი. და, აი, უცებ ჩემს კატასა და ძაღლზე ვიმღერე ეს თემა. შემდეგ კი ეს იმპროვიზაცია სიმღერაშიც შევიტანეთ. არაერთმა ადამიანმა მითხრა, სხვათა შორის, რომ რა ენაზეა, არ გვესმისო და ამ დროს ჩემი ცხოველების სახელებია. ასე გამოვიდა, რომ ჩემს ცხოველებს ვუმღერი, რომლებიც, დღევანდელი სიტუაციის მსგავსად, სულ არაკეთილმეზობლურ ურთიერთობაში არიან. ეს არის კატისა და ძაღლის თანაცხოვრება ფილოსოფიური იდეის ქვეშ გაერთიანებული. არანაირმა დიპლომატიამ რომ არ გაჭრა და იქნებ, მანტრით მაინც მივიდნენ სიყვარულამდე. ბოლო ტექსტიც ასეთია, რომელიც უკვე ქართულენოვანია: „რომ სიყვარული სიტყვა არ არის, ის უკვდავია, ყველაფერია.” ზოგადად, სიყვარულამდე თუ მივლენ, ჭეშმარიტებას თუ ეზიარებიან, მაშინ ყოველგვარი ომი მორჩება. Რაც შეეხება Სიმღერის სახელს, ეს უკვე Nimitta-ს გადაწყვეტილება იყო.”

Nimitta:

„Რამდენადაც შინაარსობრივად დაოისტური ტექსტია, ლაოძი კი ჩემი საყვარელი ავტორია და მთლიანად ჩემი მიმართულებაც უფრო მაგ მსოფლმხედველობაში ჯდება, ამის გამო გადავწყვიტე, რომ სიმღერის სახელწოდებაც ლაოძი ყოფილიყო. დაემთხვა, რომ ქეთათოს ძაღლსაც ლაოძი ჰქვია და სხვათა შორის, ძალიან ბევრი რაღაც დაემთხვა ისე, რომ ჩვენც გაოცებული ვიყავით. 
თვითონ Სიმღერის შინაარსი ისეთია, რომ ადამიანი მანტრას ამბობს და ქეთათო გამოცხადებასავით შემოდის. სხვა განზომილებაში გადასვლაა და იქ ხდება უკვე მთავარი მესიჯის შეტყობინება, რომ სიყვარული ყველაფერია. მანტრასაც ეხმიანება ეს იდეა, რადგან მანტრა არის საშუალება, რომ ტრანცსენდენცია მოახდინოს ადამიანმა და ქეთათოს სამყაროც ერთგვარი ტრანსცენდენტური სამყაროა, საიდანაც იღებს ამ მთავარ გზავნილს.”

სიმღერაზე ვიდეოკლიპი გიორგი რამიშვილმა გადაიღო. ვიდეო კომპოზიციის კონცეფციას იზიარებს და მას ვიზუალურად სიმბოლური დატვირთვის მქონე სცენებით გადმოსცემს.  

Nimitta:

„კლიპის დასაწყისი, როცა მე ქეთათოსთვის მიმაქვს კაბა, ეს არის, ასე ვთქვათ, შეთავაზების სიმბოლური გამოხატვა. ჩვენი თანამშრომლობა ჩემი შეთავაზება იყო, რომ ერთად გაგვეკეთებინა ეს მუსიკა და სწორედ ასე იწყება კლიპიც – ამ შეთავაზების ვიზუალური გამოხატვით.”

ქეთათო:

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის slow tempo და ერთი შეხედვით, თითქოს, არასაცეკვაო მუსიკა, მე თავიდანვე მინდოდა, რომ კლიპში ცეკვა ყოფილიყო. მინდოდა, ყოფილიყო სივრცე, სადაც განსხვავებული სოციალური ფენისა და მისწრაფებების ადამიანები გაერთიანდებოდნენ და საკუთარი ინდივიდუალურობის გამოხატვას უპრობლემოდ შეძლებდნენ. პლასტიკაში უამრავი დეტალი იმალება და მოძრაობაში ყველა ნიღაბი გვშორდება. ამიტომაც შევარჩიეთ საკლუბო გარემო, სადაც ყველა თავისი თავია და შესანიღბი აღარაფერი რჩება. სიყვარული ყველას სწყურია და ეს არის ის, რაც ადამიანებს აერთიანებს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი

შემდეგი სტატია

ტინა ტერნერის 15 საუკეთესო სიმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი