ნახეთ: HBO Max-მა სერიალ The Idol-ის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა

ვიდეოდან მაყურებელი სერიალის სიუჟეტის შესახებ უფრო მეტ დეტალს იგებს.
The Idol/HBO Max


HBO Max-ის ხმაურიანად დაანონსებული სერიალის, The Idol-ის საჯარო პრემიერამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. ახლახან ინტერნეტში შოუს კიდევ ერთი ოფიციალური ტრეილერი გავრცელდა.

ვიდეოდან მაყურებელი სერიალის სიუჟეტის შესახებ უფრო მეტ დეტალს იგებს.  ტრეილერი The Weeknd-ის პერსონაჟის შესახებ მინიშნებებს შეიცავს. ფრაგმენტულ კადრებში ნაჩვენებია, თუ როგორ მანიპულირებს კულტის ლიდერად ქცეული ღამის კლუბის მფლობელი, სახელად ტედროსი ლილი-როუზ დეპის პერსონაჟზე. ლილი-როუზ დეპი სერიალში პოპ ვარსკვლავს განასახიერებს, რომელიც კარიერული აღმასვლის ეტაპზეა. 

სხვადასხვა პერსონაჟის საუბრის ფრაგმენტებით მაყურებელი იგებს, რომ  The Weeknd-ის პერსონაჟი ლილი-როუზ დეპის გმირს რაციონალურად აზროვნების უნარს აკარგვინებს და მის ცხოვრებასა და კარიერაზე სრულ კონტროლს იღებს.

The Idol -ის კონცეფცია The Weeknd-ს ეკუთვნის, ხოლო სერიალის რეჟისორი სემ ლევინსონია. ნამუშევრის დახურული პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. ჩვენების შემდეგ მან ხუთწუთიანი ოვაციები დაიმსახურა. მიუხედავად ამ გამოხმაურებისა, ინტერნეტში შოუს შესახებ ნეგატიური შეფასებებიც გავრცელდა. სერიალი  HBO Max-ზე ხელმისაწვდომი 4 ივნისიდან იქნება.

The Idol  განსაკუთრებული ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობით გამოირჩევა. სერიალში მონაწილეობენ თანამედროვე პოპ-კულტურის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან  ტროი სივანი,  BLACKPINK-ის წევრი ჯენი და სხვა ცნობილი სახეები.  სემ ლევინსონთან და The Weeknd-თან ერთად, შოუს შემქმნელი რეზა ფაჰიმიც არის.

ნახეთ The Idol-ის ახალი ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„რესპუბლიკაში” ცნობილი გერმანული ჯგუფის – De-Phazz-ის კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

P!nk-ი ბანანის პრინტიან საცურაო კოსტიუმში პოზირებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი