Tamar – თაკო გაჩეჩილაძის მუსიკალური რებრენდინგი და საერთაშორისო სცენასთან დაკავშირებული გეგმები

„Tamar გლობალური მსმენელისათვის ერთგვარად დამაინტრიგებლად ჟღერს და გარკვეულ კითხვებსაც აჩენს.“ – აღნიშნავს თაკო გაჩეჩილაძე.

მუსიკალური ინდუსტრიისათვის ნაცნობია შემთხვევები, როდესაც არტისტები ჟანრობრივ მიმართულებას და კონცეფციას იცვლიან, რის შედეგადაც საკუთარი თავისაგან ახალ შემოქმედებით პერსონას ქმნიან. თაკო გაჩეჩილაძეს ქართველი მსმენელი უკვე მრავალი წელია კარგად იცნობს, თუმცა ახლახან, მომღერალმა მუსიკალური რებრენდინგი გადაწყვიტა და სცენას ახალი არტისტის სახით უბრუნდება. Tamar – ამ სასცენო ფსევდონიმით თაკო გაჩეჩილაძე თავის მუსიკალურ კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს. 

როგორც თავად ამბობს, მისი მიზანია, რომ საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე სრულიად ახალი შემოქმედებითი ბრენდით წარდგეს. ამ პროცესში კი, სასცენო სახელის არჩევა არტისტისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. 

თაკო გაჩეჩილაძე:

„Tamar გლობალური მსმენელისათვის ერთგვარად დამაინტრიგებლად ჟღერს და გარკვეულ კითხვებს აჩენს. ის მისტიკური ელფერის მატარებელიც არის და ამავდროულად ჩემს პერსონას საკმაოდ ავთენტურად გამოხატავს.“ 

რაც შეეხება მუსიკალურ მიმართულებას, როგორც თაკო გაჩეჩილაძე აღნიშნავს, არ სურს თავი ჟანრობრივად შეიზღუდოს, თუმცა მისი მუსიკა ძირითადად მეინსტრიმული პოპის ისეთი ჟანრების ელემენტებთან გააერთიანებს, როგორიცაა: EDM, R&B, სოული, ფანკი. ჟღერადობაში მსმენელი 80-იანი და 90-იანი წლების პოპ კულტურის ესთეტიკურ დეტალებსაც ამოიცნობს.

Tamar-ის შემოქმედებითი რებრენდიგის პროცესში, საკუთარი თავის წარდგენის სტრატეგია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ამ პროცესში ისიც ნათელია, რომ საკომუნიკაციო ენა მაქსიმალურად მრავალფეროვანი და უნივერსალური უნდა იყოს, რადგანაც Tamar პოტენციურ მსმენელად სწორედ განსხვავებული კულტურული იდენტობისა და ინტერესების მატარებელ აუდიტორიას განიხილავს. 

„ჩემს წარმოდგენაში Tamar-ს საკმაოდ მრავალფეროვანი და ცნობისმოყვარე მსმენელი ჰყავს. მსმენელი, რომელიც მუდმივად მუსიკალური აღმოჩენებისკენ მიისწრაფვის და ახალ არტისტებს მუსიკალური სცენის ცენტრის მიღმა ეძებს.“ – თაკო გაჩეჩილაძე (Tamar). 

Tamar-ის გეგმები მასშტაბურია. ამ გეგმების განხორციელებისას კი, მნიშვნელოვან როლს მუსიკალური მენეჯერი  – ბორის მილანოვი ასრულებს. ბორის მილანოვს საერთაშორისო ინდუსტრიაში მრავალფეროვანი გამოცდილება და წარმატებული კარიერა აქვს. ბორის მილანოვი თაკო გაჩეჩილაძის მეუღლეა და ამ შემთხვევაში, საქმიანი პარტნიორობა პიროვნული თვისებების კარგად ცოდნასაც გულისხმობს, რაც თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გულწრფელს ხდის. ბორის მილანოვმა მუსიკალური მოღვაწეობა წლების წინ ერთ-ერთ ბენდში სიმღერით დაიწყო და დღეს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საკმაოდ დიდ და ავტორიტეტულ ფესტივალებს უწევს ორგანიზებას. ამჟამად იგი ევროპის ერთ-ერთ წამყვან ფესტივალთან EXIT-თან თანამშრომლობს. ბორისის საერთაშორისო მრავალფეროვანი გამოცდილება Tamar-ისთვის მუსიკალური შესაძლებლობების რეალიზების საფუძველს ქმნის. 

Tamar-ის ახალ არტისტულ პერსონაზე საუბრისას, ბორის მელნიკოვი აღნიშნავს:

„Tamar-ს ძლიერი ხმა აქვს და ვფიქრობ, მისი შემოქმედება თანამედროვე და კლასიკური პოპის ჟღერადობების საუცხოო სინთეზია.“

არტისტთან ინტერვიუს შემდეგ შეგვიძლია გითხრათ, რომ Tamar საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე დებიუტს სულ მალე გეგმავს და როგორც თავად ამბობს, მსმენელს მისგან ბევრი სიახლე ელოდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Sia-მ საჯაროდ გაამხილა, რომ აუტისტური სპექტრი აქვს

შემდეგი სტატია

სემ სმითი Anitta-სთან ერთად დუეტს ჩაწერს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი