ბრიტნი სპირსი თავის საყვარელ სიმღერას ასახელებს

Მანამდე პოპვარსკვლავი ამბობდა, რომ თავისი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად The Hook Up მოსწონდა.
ფოტო: ალენ ბერეზოვსკი/WireImage

ბრიტნი სპირსმა ახალი საყვარელი სიმღერა დაასახელა. Მანამდე მომღერალი ამბობდა, რომ თავისი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად სიმღერა The Hook Up მოსწონდა, რომელიც 2003 წლის ალბომში In the Zone არის შესული. ახლა კი სპირსმა გაამხილა, რომ ამ ეტაპზე მისთვის პირველ ადგილზე 2007 წელს გამოცემული Get Naked (I Got a Plan) არის. მომღერალმა სოციალურ ქსელში ძველი ვიდეო დადო, სადაც ამ კომპოზიციაზე ცეკვავს და დაწერა: „ეს ჩემი საყვარელ სიმღერაა, რაც კი ოდესმე შემიქმნია!!!”

სპირსმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა მისმა 13-წლიანმა მეურვეობამაც შეუშალა ხელი, რომ ამ სიმღერის სიყვარული უფრო ადრე გაეაზრებინა.

ბრიტნი სპირსი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ბოლო კვირებში მან მეუღლესთან, სემ ასგარისთან ერთად გულშემატკივრები თავის სახლშიც შეახედა. მაისში წყვილმა მათი ეზოს ვიდეოც გააზიარა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართულმა კომპანია POSTRED-მა სერიალ The Idol-ის შექმნაზე იმუშავა

შემდეგი სტატია

ნიკი მინაჟი ახალი ალბომის გამოშვების თარიღს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი