ნიკი მინაჟი ახალი ალბომის გამოშვების თარიღს აანონსებს

2018 წლის შემდეგ ეს მომღერლის პირველი სტუდიური ალბომი იქნება.

ნიკი მინაჟმა დაადასტურა, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მისი პირველი სტუდიური ალბომი უახლოეს მომავალში გამოვა.

“10/20/23 The Album” – დაწერა მომღერალმა ტვიტერზე. 

მინაჟის მეხუთე სტუდიური ალბომი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გამოვა. 2018 წელს მისი ბოლო ალბომი Queen ბილბორდის 200 ალბომის ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა. 

ახალი ალბომის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. მომღერალი მას საკუთარი ლეიბლის Heavy On It-ის ქვეშ გამოსცემს. 

ნიკი მინაჟის თანამშრომლობამ Sexyy Redd და ტეი კეითთან სიმღერაში Pound Town 2 მომღერალს 130-ედ მოუტანა ადგილი ბილბორდის ცხელ ასეულში.  ხოლო Princess Diana-ს რემიქსის დამსახურებით, მინაჟი 22-ედ მოხვდა ტოპ 10 ჰიტში. 

ნიკი მინაჟი ასევე მონაწილეობას მიიღებს ვარსკვლავურ საუნდტრეკში გრეტა გერვიგის ფილმისთვის „ბარბი”, რომელიც 21 ივლისს გამოვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსი თავის საყვარელ სიმღერას ასახელებს

შემდეგი სტატია

დეივ გროლი ფანებს Foo Fighters-ის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი