ქართულმა კომპანია POSTRED-მა სერიალ The Idol-ის შექმნაზე იმუშავა

POSTRED-ის დამფუძნებელი ბესო კაჭარავა Პროექტში მთავარი საუნდ დიზაინერის სტატუსით იყო წარმოდგენილი.


4 ივნისს HBO Max-ზე ხმაურიანად დაანონსებული სერიალის, The Idol-ის პრემიერა შედგა. შოუმ ყურადღება დაანონსებისთანავე არამხოლოდ სიუჟეტით, არამედ ვარსკვლავური შემადგენლობითაც მიიპყრო. პროექტის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი The Weeknd არის, სარეჟისორო ნამუშევარი კი სემ ლევინსონს ეკუთვნის. 

როგორც სერიალის პრემიერის შემდეგ გახდა ცნობილი, შოუს შექმნაში არაერთ საერთაშორისო პროფესიონალთან ერთად, პოსტპროდუქციის ქართული კომპანია POSTRED იყო ჩართული.  

პროექტის შესახებ „Billboard საქართველო“ POSTRED-ის დამფუძნებელ ბესო კაჭარავას ესაუბრა. 

ბესო კაჭარავა,  POSTRED-ის დამფუძნებელი:

„The Idol-ის პროექტზე ჩვენს ამერიკულ გუნდთან – SOUNDELUX-თან ერთად ვიმუშავეთ და არა მხოლოდ ფოლი, არამედ მთლიანი ხმის დიზაინი ჩაგვბარდა. მე მერგო პატივი, რომ დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვყოფილიყავი და პროექტში მთავარი საუნდ დიზაინერის სტატუსი მქონოდა.“

აღსანიშნავია, რომ The Idol-ის პროექტი POSTRED-ისათვის რეჟისორ სემ ლევინსონთან თანამშრომლობის მეორე შემთხვევაა. პირველი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიამ ლევინსონის გუნდთან  ითანამშრომლა, ასევე HBO-ს გახმაურებული სერიალი Euphoria იყო. 

„პირველი კოლაბორაცია იყო Euphoria-ს მეორე სეზონზე, რომელიც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ  სემ ლევინსონის გუნდთან მუშაობის პატივი კიდევ ერთხელ გვხვდა.“ – აღნიშნავს ბესო კაჭარავა.  

რაც შეეხება პროექტს, სერიალის მასშტაბებიდან და ცნობადობიდან გამომდინარე, მის შემოქმედებით გუნდში ყოფნა POSTRED-ისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ბესო კაჭარავა:

„The Idol-ს საკმაოდ დიდი გავრცელების სპექტრი აქვს. ეს პროექტი მიმზიდველია არამხოლოდ კინოს, არამედ მუსიკისა და მოდის ინდუსტრიებისთვისაც. ძალიან ვამაყობთ, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის ბედნიერება გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გუნდი ქვეყნის პოპულარიზაციას მის საზღვრებს გარეთ აქტიურად ცდილობს, ეს პროექტი ამ მხრივ დიდ როლს თამაშობს.“

POSTRED-ის საერთაშორისო პროექტების ჩამონათვალი  ამ დროისათვის საკმაოდ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია. Euphoria-ს და The Idol-ის გარდა, მოიცავს ისეთი ნამუშევრებს, როგორებიც არის: C’mon, C’mon ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით, Raymond & Ray ითან ჰოუკისა და ევან მაკგრეგორის მონაწილეობით, ასევე ანიმაცია “My Father’s Dragon, რომლის რეჟისორი ოსკარის ნომინანტი ნორა თუმეია. POSTRED-მა ასევე იმუშავა სტრიმინგ სერვის Netflix-ის ცნობილ დოკუმენტურ ფილმზე, სახელწოდებით Pamela, a love story. 

რაც შეეხება The Idol-ს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის განსაკუთრებული ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობით გამოირჩევა. სერიალში მონაწილეობენ თანამედროვე პოპ-კულტურის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან  ტროი სივანი, BLACKPINK-ის წევრი ჯენი და სხვა ცნობილი სახეები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ The Weeknd პროექტის შემქმნელის სტატუსთან ერთად, მსახიობის ამპლუაშიც წარდგა. არტისტი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. 

The Idol-ის მსოფლიო პრემიერა 2023 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა. Ჩვენების შემდეგ ნამუშევარმა დარბაზისაგან ხუთწუთიანი ოვაციები დაიმსახურა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

1964: Eyes of the Storm – პოლ მაკარტნის ახალ წიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოები ერთიანდება

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი თავის საყვარელ სიმღერას ასახელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი