ლედი გაგა Pfizer-ის რეკლამაში მონაწილეობს

ივნისი შაკიკისა და თავის ტკივილის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და ეს რეკლამაც სწორედ ამ თემის ფარგლებში მომზადდა.
ფოტო: არტურო ჰოლმსი/Getty Images

მუსიკოსმა ლედი გაგამ ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-თან ახალი რეკლამის ფარგლებში ითანამშრომლა. ივნისი შაკიკისა და თავის ტკივილის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და ეს რეკლამაც სწორედ ამ თემის ფარგლებში მომზადდა. შაკიკი ხშირად აღიქმება, როგორც თავის ძლიერი შეტევითი ტკივილი, თუმცა, რეალურად ის ნევროლოგიური დაავადებაა. დაავადების შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას ეხება Pfizer-ის ახალი რეკლამაც. 

რეკლამაში ლედი გაგას გამოჩენა შემთხვევითი არ არის – 13 გრემის მფლობელ არტისტს შაკიკის დიაგნოზი მაშინ დაუსვეს, როცა ის 14 წლის იყო.

„შაკიკი სრულიად უუნაროს მხდიდა. დღეების განმავლობაში საწოლში ვიწექი და თავისა და სახის არეში ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი.“ – აღნიშნა ვარსკვლავმა Pfizer-თან საუბრისას. „არ შემეძლო კითხვა, ან სინათლეში ყოფნა. მარტო ვრჩებოდი წყნარ ოთახში საათობით, ხანდახან დღეების განმავლობაშიც – სანამ ტკივილი არ გაქრებოდა.“

Pfizer-ის ახალ რეკლამაში ლედი გაგას 2022 წლის საკონცერტო ტურნეს –  Chromatica Ball tour-ის ჩანაწერიდან ფრაგმენტული კადრები ჩანს. „მე ვიცი რას ნიშნავს სცენაზე ტკივილთან ერთად დგომა.“ – ისმის რეკლამაში გაგას ხმა. ვიდეოს ბოლოს კი ვარსკვლავი  Pfizer-ის მედიკამენტს – Nurtec ODT-ს წარადგენს, რომელიც შაკიკის საწინააღმდეგო  პრეპარატია. 

გასულ წელს ლედი გაგამ Chromatica Ball tour-ის ფარგლებში სანახაობრივი შოუები მსოფლიოს მასშტაბით გამართა. მისი კონცერტები ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარდა. შოუების სერია არტისტის მე-6 სტუდიური ალბომის – Chromatica-ს მხარდასაჭერი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში მიმდინარეობდა. 

ნახეთ Pfizer-ის რეკლამა ლედი გაგას მონაწილეობით:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნი და ჯონ ლენონი - ფოტო: ბეტმანი

პოლ მაკარტნის თქმით Beatles – ფინალური სიმღერის შესაქმნელად AI-ს ხელოვნურ ინტელექტს იყენებს

შემდეგი სტატია

LOUDspeakers-ის სიმღერას –  In This World პლატფორმა Youtube-ზე მილიონი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი