ბიონსეს კონცერტი ამსტერდამში – „Billboard საქართველოს“ რეპორტაჟი შოუდან

შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი საფინალო ტრეკი იყო, რა დროსაც ბიონსე სცენაზე დისკო ბურთის სტილში გაფორმებული ცხენით გამოჩნდა.

17 ივნისს ბიონსემ მსოფლიო საკონცერტო მიმდინარე ტურნეს ფარგლებში, ამსტერდამში კონცერტი გამართა. სანახაობრივი შოუ იოჰან კრუიფის არენაზე გაიმართა, რომელიც ნიდერლანდების ყველაზე დიდი სტადიონია და 55 ათას ადამიანზე მეტს იტევს.  ვარსკვლავის სხვა კონცერტების მსგავსად, აღნიშნული კონცერტიც განსაკუთრებული ხალხმრავლობით და აუდიტორიის მასშტაბებით  გამოირჩეოდა. კონცერტს Billboard საქართველოს წარმომადგენელი ივიკო საყვარელიძე ესწრებოდა და სტატიაში ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალს გაგაცნობთ, რომელიც შოუს მსვლელობას ახლდა. 

Პოპ ვარსკვლავმა კონცერტი გახსნა სიმღერით სახელწოდებით Dangerously in Love, რომელიც მუსიკოსის ამავე სახელწოდების სადებიუტო სოლო ალბომშია შესული. ცოცხალი შესრულება არტისტისათვის დამხასიათებელი ძლიერი ვოკალით გამოირჩეოდა, რამაც კონცერტის პირველივე წუთებიდან შოუ მსმენელისათვის შთამბეჭდავ მუსიკალურ გამოცდილებად აქცია.

შოუ ორსაათ-ნახევარზე მეტხანს გრძელდებოდა რა დროის განმავლობაშიც არტისტმა სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი მუსიკალური ნომერი წარადგინა. ეს ნომრები აღსანიშნავია არამხოლოდ ვოკალური შესრულებით, არამედ ქორეოგრაფიით, განათებით, ვიზუალური ელემენტებით და კოსტიუმების დიზაინით. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ირის ვან ჰარპენის კოსტიუმი, რომელიც დიზაინერისათვის დამახასიათებელი ფუტურისტული ესთეტიკით და 3D კონსტრუქციით გამოირჩეოდა. 

ბიონსემ ამსტერდამში გამართულ კონცერტზეც პატივი მიაგო თავის საყვარელ არტისტს  – ტინა ტრენერს და მუსიკოსის ცნობილი ჰიტი სახელწოდებით River Deep, Mountain High შეასრულა. 

მიმდინარე საკონცერტო შოუების სერია ბიონსეს უახლესი ალბომის Renaissance-ის მხარდასაჭერი მსოფლიო ტურის ფარგლებში იმართება. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვარსკვლავს ახალი ალბომში შემავალი არც ერთი სინგლის ოფიციალური მუსიკალური ვიდეო არ გაუვრცელებია, თუმცა ამსტერდამში მიმდინარე კონცერტის მსვლელობისას აუდიტორია დიდ ეკრანზე ფრაგმენტულ ვიდეოებს ადევნებდა თვალს. მოსალოდნელია, რომ ეს ვიზუალური მასალა მომავალი მუსიკალური ვიდეოების ერთგვარი თიზერი იყო. 

ბიონსე ერთ-ერთი ის არტისტია, რომლის მუსიკალური შოუები აუდიტორიასთან ინტერაქციით გამოირჩევა. გამონაკლისი არც ოჰან კრუიფის არენაზე გამართული კონცერტი იყო. შოუს დასაწყისში არტისტი გულშემატკივრებს მიესალმა და მადლობა გადაუხადა. როგორც არტისტმა აღნიშნა, მას მსმენელი უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს. შოუს დასასრულს კი აუდიტორიას გამორჩეული მუსიკალური საღამოსათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და სთხოვა აპლოდისმენტები მიეძღვნათ ქორეოგრაფებისა და შემოქმედებითი გუნდისათვის, რომელიც ამ შოუზე მუშაობდა. 

შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი საფინალო სიმღერა იყო, რა დროსაც ბიონსე სცენაზე დისკო ბურთის სტილში გაფორმებული ცხენით გამოჩნდა. სიმღერისას კონსტრუქციამ მოძრაობა დაიწყო და არტისტი სცენის თავზე აღმოჩნდა, რამაც შთამბეჭდავი სანახაობა შექმნა. აღსანიშნავია, რომ ეს დეკორაცია მისი ახალი ალბომის  Renaissance-ის ე.წ. ქავერ არტის მთავარი დეტალია. აღნიშნული მუსიკალური ნომრის დროს ვარსკვლავმა შეასრულა სიმღერა სახელწოდებით Summer Renaissance, რომელიც სწორედ მისი უახლესი ალბომიდან არის. 

შეგახსენებთ, რომ Renaissance 2022 წელს გამოვიდა და  Billboard 200-ის ალბომების ჩარტებში პირველ ადგილიც დაიკავა. ნამუშევარმა  გრემის ჯილდოც დაიმსახურა – ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ Renaissance გამარჯვებულად საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომების კატეგორიაში დაასახელა. ალბომში შესულმა სამმა სიმღერამ გრემის ჯილდო დამოუკიდებლადაც მოიპოვა. Break My Soul-მა საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერის ნომინაციაში გაიმარჯვა, Plastic Off the Sofa-ს ჯილდო საუკეთესო R&B შესრულებისათვის გადაეცა, ხოლო Cuff It გრემის მფლობელი საუკეთესო R&B სიმღერის ნომინაციაში გახდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სექსუალური ძალადობის ბრალდების შემდეგ Rammstein-ის ტილ ლინდემანზე გამოძიება მიმდინარეობს 

შემდეგი სტატია

Xiu Xiu

ექსპერიმენტული მუსიკის გამორჩეული ბენდის Xiu Xiu-ს კონცერტი Junkyard-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი