ფარელ უილიამსის სადებიუტო მოდის ჩვენებას პარიზში ცნობილი ვარსკვლავები დაესწრნენ

Ჩვენების დამსწრე სტუმრების რიგებში იყვნენ: ბიონსე, Jay-Z, რიანა, A$AP Rocky, კიმ კარდაშიანი, ჯარედ ლეტო და სხვა ცნობილი სახეები.
ფოტო: სტეფან კარდინალი


20 ივნისს პარიზში, ფარელ უილიამსის, როგორც Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელის დებიუტი შედგა. უილიამსმა პარიზის მოდის კვირეულზე 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა.

ჩვენება პარიზში Pont Neuf-ის ხიდზე გაიმართა. შოუ მუსიკალურად მომღერალთა გუნდისა და ორკესტრის ცოცხალმა შესრულებამ გააფორმა. კოლექცია ფერების სიმრავლითა და ოქროსფერი ტონალობების დომინირებით გამოირჩეოდა. როგორც ფარელ უილიამსმა გამოცემა New York Times -ს უთხრა, კოლექციის თემა შეყვარებულ ადამიანებს ეძღვნებოდა. 

უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2023 წლის თებერვალში დაასახელეს. მან ბრენდის ყოფილი დიზაინერის, ვირჯილ აბლოს პოზიცია დაიკავა, რომელიც 2021 წელს კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. 

ფარელ უილიამსის სადებიუტო ჩვენებას მუსიკის, კინოს და მედიის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. Ჩვენების დამსწრე სტუმრების რიგებში იყვნენ: ბიონსე, Jay-Z, რიანა, A$AP Rocky, კიმ კარდაშიანი, ჯარედ ლეტო, უილოუ სმითი, კელი როულენდი, ლენი კრავიცი, Tyler, the Creator და სხვა ცნობილი სახეები. 

ნახეთ Louis Vuitton-ის ჩვენების ცნობილი სტუმრების ამსახველი ფოტო გალერეა:

Megan the Stallion

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

J Balvin და მალუმა

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

უილოუ სმითი, ჯეიდენ სმითი და Tyler, the Creator

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

ზენდეია

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

ჯარედ ლეტო და კიმ კარდაშიანი

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

ფარელ უილიამსი

ფოტო: ჯულიენ დე როსა

Pusha T და No Malice

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

უილოუ სმითი და ჯეიდენ სმითი

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

პიეტრო ბეკარი, ზენდეია, ბიონსე, Jay Z და ბერნარ არნო

ფოტო: სუან გალეტი

ჯარედ ლეტო

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

კელი როულენდი

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

Tyler, the Creator

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

მალუმა

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

კიმ კარდაშიანი

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

ლენი კრავიცი და ნაომი კემპბელი

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

ლებრონ ჯეიმსი

ფოტო: ჯოვანი ჯიანონი/WWD

ფარელ უილიამსი

ფოტო: სტეფანო რელანდინი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი Spotify-სთან თანამშრომლობას წყვეტენ

შემდეგი სტატია

ალბომის – Dangerously in Love გადაღებაზე ბიონსეს ფოტოგრაფის ჯინსი ეცვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი