დრეიკმა პოეზიის კრებული გამოსცა

„არ ვიცი, ამაზე მეტად თუ რამე მდომებია, რომ ადამიანებს შეეძინათ ან მხარი დაეჭირათ…”
დრეიკი
Vivien Killilea/GI for Homecoming Weekend

დრეიკმა მისი პირველი პოეზიის წიგნი წარადგინა. 36 წლის რეპერმა ინსტაგრამის საშუალებით გაამხილა, რომ მისი ლექსების კრებული სახელწოდებით Titles Ruin Everything გამოვიდა. 

„არ ვიცი, ამაზე მეტად თუ რამე მდომებია, რომ ადამიანებს შეეძინათ ან მხარი დაეჭირათ… ჩვენი პირველი წიგნი ხელმისაწვდომია,” – დაწერა სოციალურ ქსელში რეპერმა და ლურჯყდიანი წიგნის ფოტო გამოაქვეყნა.

Titles Ruin Everything ტექსტებისა და პოეზიის კრებულია, რომელიც დრეიკმა მის შემოქმედებით პარტნიორთან Samir-თან თანამშრომლობით გამოსცა. წიგნი 24 ივლისიდან სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. 

„წიგნთან ერთად ალბომსაც გამოვცემ”, – დაწერა დრეიკმა ვებგვერდზე. „ამბობენ, რომ ძველი დრეიკი მოენატრათ. FOR ALL THE DOGS.”

ალბომის გამოცემის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

ნახეთ დრეიკის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კიმ კარდაშიანის თქმით, შვილების თანდასწრებით კანიე უესტზე საუბრისას განსაკუთრებით ზომიერია

შემდეგი სტატია

Ზენდეიამ და ტომ ჰოლანდმა ბიონსეს კონცერტზე ერთმანეთს სიმღერა Love on Top უმღერეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი