SZA-მ კონცერტის დროს გაამხილა, რომ მისმა ყოფილმა მეგობარმა ბიჭმა ლონდონში უღალატა

„საშინელება იყო. ამიტომ არ მინდოდა აქ ჩამოსვლა.”
SZA
Andrew Chin/Getty Images

როგორც აღმოჩნდა, SZA-ს ლონდონთან საკმაოდ ცუდი გამოცდილება აკავშირებს. ამის შესახებ მან O2-ის არენაზე გამართულ კონცერტზე ისაუბრა. 

„ეს არავისთვის მითქვამს, მაგრამ ამ ქალაქში ჩემმა ყოფილმა მეგობარმა ბიჭმა მიღალატა. ეს საშინელება იყო. ამიტომ აღარ მინდოდა აქ ჩამოსვლა, მაგრამ თქვენი წყალობით ბევრად უკეთ ვარ. მადლობა!” – უთხრა მომღერალმა მაყურებელს. „ეს სიმღერა კი ჩემი სხვა ნაგავი მეგობარი ბიჭის შესახებაა” – აღნიშნა მან სიმღერის Nobody Gets Me შესრულებამდე.

SZA-ს განსაკუთრებულად წარმატებული წელი ჰქონდა. მისი ალბომი S.O.S გამოცემისთანავე მოხვდა ბილბორდის 200 ალბომის ჩარტის პირველ ადგილზე. ამის შემდეგ მომღერალი ალბომის საერთაშორისო ტურნეში წავიდა. Billboard-ის მონაცემების მიხედვით, ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეში SZA-მ 34.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და 238000 ბილეთი გაყიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი მიგვანიშნებს, რომ ალბომის This Is Me … Now გამოშვების თარიღი ახლოვდება

შემდეგი სტატია

ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მადონა სახლში დაბრუნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი