ტეილორ სვიფტის ფანმა კონცერტზე დასწრებისას თავისი ვინაობა დამალა

სვიფტის ფანი კონცერტზე Anti-Hero-ს მოჩვენების ფორმაში გამოცხადდა.
ფოტო: ლისა ლეიკი


ტეილორ სვიფტის ფანმა სამსახური გააცდინა იმისთვის, რომ მისი საყვარელი მომღერლის კონცერტს დასწრებოდა. და რადგანაც სამსახურში ნათქვამი ჰქონდა, რომ ავად იყო, კონცერტზე სახის დამალვა მოუწია. Anti-Hero-თი შთაგონებული ფანი ადგილზე ვიდეოკლიპის ერთ-ერთი მოჩვენების ფორმაში გამოცხადდა. 

თავზე ზეწარგადაფარებულმა და სათვალიანმა ფანმა ჟურნალისტს ინტერვიუც კი მისცა. 

Anti-Hero-ს მოჩვენებები სვიფტის სინგლის პირველი სტროფის ვიზუალური გამოსახვაა: „ყველა ადამიანი, ვინც კი მომჩვენებია, ოთახში დგას,” – მღერის სვიფტი. 

ტეილორ სვიფტის ტურნე აშშ-ში გრძელდება. მან ახლახან გამოაცხადა საერთაშორისო ტურნეს თარიღები და არსებულ პროგრამას რამდენიმე დღის წინ კიდევ რამდენიმე საკონცერტო ადგილი დაამატა.

ნახეთ გადაცმული ფანის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დაიანა როსი 79 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია

შემდეგი სტატია

The Great Georgian Songbook – მუსიკოსმა გიორგი მიქაძემ პარიზის ხმისჩამწერ სტუდიაში ალბომი ჩაწერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი