Cardi B-მ ქუჩის მუსიკოსთან ერთად  იმღერა

რეპერი ქუჩის მუსიკოსის შემოთავაზებას მაშინ დასთანხმდა, როცა Thom Browne-ის ჩვენების შემდეგ Palais Garnier-ის ოპერის შენობას ტოვებდა.

Cardi B პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Thom Browne-ის სადებიუტო ე.წ .ოტ კუტიურ ჩვენებას დაესწრო. როდესაც ჩვენება დასრულდა და რეპერმა Palais Garnier-ის ოპერის შენობა დატოვა, მას მედიის წარმომადგენლები და ფოტოგრაფები ელოდებოდნენ. Cardi B-მ აღნიშნა, რომ შოუ ძალიან მოეწონა. 

ამ დროს სიახლოვედ ქუჩის მომღერალი იყო, რომელმაც ვარსკვლავს სთხოვა, რომ მასთან ერთად ემღერა. Cardi B მიკროფონს მიუახლოვდა და უიტნი ჰიუსტონის სიმღერის, სახელწოდებით I Will Always Love You მცირე მონაკვეთი იმღერა. ამის შემდეგ რეპერმა ავტოგრაფები დაარიგა, ავტომობილში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვა.

აღსანიშნავია, რომ  Cardi B პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში არაერთ ჩვენებაზე დააფიქსირეს. მათ შორის არის Schiaparelli-ის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება, რომელზეც ვარსკვლავი სწორედ ამ მოდის სახლის შთამბეჭდავ კოსტიუმში გამოწყობილი გამოჩნდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ისლანდიური ბენდის მსოფლიო აღიარება – ინტერვიუ Kaleo-სთან

შემდეგი სტატია

ბიონსემ პიტსბურგში დაგეგმილი კონცერტი ტექნიკური სირთულეების გამო გააუქმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Harper’s BAZAAR-ის ახალ ნომერში რიანა მის მომავალ ალბომსა და A$AP Rocky-სთან ერთად შვილების აღზრდაზე საუბრობს

„ეს [ალბომი] არც კომერციული იქნება და არც რადიოში ადვილად მოსასმენად გათვლილი. ის დაიკავებს ადგილს, რომელსაც ჩემი შემოქმედებითი განვითარება იმსახურებს. მგონია, რომ საბოლოოდ ვიპოვე პასუხი!”
მეტი

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი