Barbie-ის საუნდტრეკზე მუშაობისას, ნიკი მინაჟმა არაერთი სიმღერის ვერსიაზე თქვა უარი

რეპერმა სამუშაო პროცესის შესახებ Barbie-ის მსოფლიო პრემიერაზე მედიასთან ისაუბრა.
ფოტო: კრისტოფერ პოლკი/WWD

გრეტა გერვიგის ახალი ფილმის, Barbie-ის მუსიკალური გაფორმების ერთ-ერთი ავტორი ნიკი მინაჟია. არტისტი Ice Spice-თან ერთად ასრულებს ტრეკს – Barbie World, რომელშიც AQUA-ს ცნობილი ჰიტის, Barbie Girl-ის მელოდია ჟღერდება. მიუხედავად იმისა, რომ მინაჟი პროექტის პროდიუსერებს თანამშრომლობაზე დასთანხმდა, მან არაერთი სიმღერის ინტერპრეტაციაზე თქვა უარი. რეპერმა სამუშაო პროცესის შესახებ Barbie-ის მსოფლიო პრემიერაზე მედიასთან ისაუბრა.

„რამდენიმე სიმღერა შემომთავაზეს, რომლებიც არ მომეწონა.“ –  აღნიშნა მინაჟმა Entertainment Tonight-თან ინტერვიუს დროს. როგორც რეპერმა თქვა, Barbie Girl-ის ე.წ. Სემპლის გამოყენების იდეა ძალიან მოეწონა.

Barbie World ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ჰიტია.  Billboard Hot 100-ის ჩარტებში სიმღერა მე-7 ადგილს იკავებს. არტისტებისათვის ეს ტრეკი მეორე მუსიკალური თანამშრომლობაა. 2023 წლის დასაწყისში Ice Spice-მა თავისი სიმღერის Princess Diana-ს გარემიქსებული ვერსია სწორედ ნიკი მინაჟთან ერთად გამოუშვა.

ნახეთ ნიკი მინაჟის ინტერვიუ, რომელიც Entertainment Tonight-მა Barbie-ის მსოფლიო პრემიერის ღონისძიებაზე ჩაწერა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ელტონ ჯონის ბოლო ტურნე სახელწოდებით - Farewell Yellow Brick Road, პარიზი, 2022 წლის 11 ივნისი. ფოტო: ემანუელ დუნანდი

Coldplay-ს ემოციური გზავნილი ელტონ ჯონს – „ჩვენ თქვენი მადლიერი ვართ“

შემდეგი სტატია

გრეჰემ ნეში ჯონ ლენონის სახელობის საპატიო ჯილდოს მიიღებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი