გრეჰემ ნეში ჯონ ლენონის სახელობის საპატიო ჯილდოს მიიღებს

ცერემონია 2023 წლის 2 დეკემბერს ნიუ იორკში, Town Hall-ში გაიმართება.
ფოტო: გერეთ კეტერმოლი/ Getty Images

მუსიკოსი გრეჰემ ნეში ჯონ ლენონის სახელობის Real Love Award-ს მიიღებს. გრეჰემი Real Love Award-ის არსებობის ისტორიაში მე-9 ადამიანია, რომელსაც ამ ჯილდოს გადასცემენ. ცერემონია 2023 წლის 2 დეკემბერს ნიუ იორკში,  Town Hall-ში გაიმართება. 

ღონისძიების ორგანიზატორია პლატფორმა Theatre Within რომელიც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სახელოვნებო აქტივობებზე წვდომას უზრუნველყოფს. Theatre Within მოზარდებზეა ფოკუსირებული.

 „ეს განსაკუთრებული ჯილდოა“ – აღნიშნა ნეშმა განცხადებაში. „მინდა იოკოს და Theatre Within-ს მადლობა გადავუხადო“ როგორც გრეჰემ ნეშმი ამბობს, წლების განმავლობაში აკვირდებოდა, თუ როგორ იბრძოდნენ ჯონ ლენონი და იოკო ონო სამართლიანობისათვის – მათთვის, ვისი ხმაც არ ისმოდა. ნეშის თქმით, იოკო ონო ამას დღესაც აგრძელებს.

 განცხადება გაავრცელა იოკო ონომაც. მისი თქმით, ეს დაჯილდოება ჯონ ლენონის ხსოვნას ეძღვნება. „პლატფორმა Theatre Within იმ ხედვით საქმიანობს, რომელსაც მე და ჯონი ვიზიარებდით, რათა უკეთესი მომავალი შეგვექმნა.“ – აღნიშნა ონომ. 

გრეჰემ ნეში ამჟამად 81 წლისაა. 1970 წელს მუსიკოსმა გრემის ჯილდო მიიღო სუპერ ჯგუფით, სახელწოდებით Crosby, Stills & Nash. ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ მუსიკალური პროექტი საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Barbie-ის საუნდტრეკზე მუშაობისას, ნიკი მინაჟმა არაერთი სიმღერის ვერსიაზე თქვა უარი

შემდეგი სტატია

მარგო რობი და ნიკი მინაჟი Barbie-ს პრემიერაზე, Expo Hall-ში, 2023 წლის 9 ივლისი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: მაიკლ ბაკნერი

მუსიკოსები ფილმ Barbie-ის პრემიერაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი