რას ფიქრობს ბილი ჯოელი ბენდ Fall Out Boy-ს შესრულებული სიმღერის We Didn’t Start the Fire-ის ახალ ვერსიაზე

ბენდმა Fall Out Boy ბილი ჯოელის 1989 წელს გამოცემული ცნობილი ჰიტის ახალი ვერსია შექმნა.
ბილი ჯოელი Madison Square Garden-ში 2019 წლის 28 აგვისტოს. ფოტო: ტეილორ ჰილი
ბილი ჯოელი Madison Square Garden-ში 2019 წლის 28 აგვისტოს. ფოტო: ტეილორ ჰილი

BBC Radio2-თან მიცემულ ინტერვიუში ბილი ჯოელმა Fall Out Boy-ს მიერ შესრულებულ მის სიმღერაზე ისაუბრა: „ყველას აინტერესებდა თუ როდის გამოვიდოდა სიმღერის განსხვავებული ვერსია. ამ სიმღერის ისტორია 1949 წელს იწყება და 1989 წელს სრულდება. ჯამში 40 წელს მოიცავს. ყველას აინტერესებდა, სიმღერის მეორე ნაწილი როდის გამოვიდოდა თუმცა პირველი ნაწილი მე უკვე შევქმენი, ასე რომ Fall Out Boy – წინ, მშვენიერია და მოისმიეთ.“

ბილი ჯოელის სიმღერა  პოპ-კულტურის XX საუკუნის შუა პერიოდიდან 1989 წლამდე მნიშვნელოვან ელემენტების მოიცავს, ბენდმა Fall Out Boy-მ თავისთავზე აიღო ამ როლის შესრულება და სიმღერა 1989 წლიდან დღემდე უახლოესი პერიოდის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს. 1989 წელს ტეილორ სვიფტი დაიბადა, რომელიც სიმღერაში კანიე ვესტთან ერთად არის ნახსენები, ამ უკანასკნელმა 2009 წელს MTV-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე ტეილორ სვიფტს მიკროფონი წაართვა. 

სიმღერის განახლებულ ვერსიაში ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტია მოყვანილი, მათ შორის Woodstock ’99, Fyre Fest, Harry Potter, Twilight, Iron Man-დან რობერტ დაუნი უმცროსი, Stranger Things, Avatar, SpongeBob SquarePants, Pokemon, MySpace. 

მოისმინეთ ბილი ჯოელის აზრი სიმღერის We Didn’t Start the Fire მეორე ნაწილზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მარგო რობი და ნიკი მინაჟი Barbie-ს პრემიერაზე, Expo Hall-ში, 2023 წლის 9 ივლისი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: მაიკლ ბაკნერი

მუსიკოსები ფილმ Barbie-ის პრემიერაზე

შემდეგი სტატია

არეთა ფრანკლინის ანდერძთან დაკავშირებულ დავაზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი