Beach Boys ანთოლოგიურ წიგნს მცირე ტირაჟით გამოსცემს

წიგნი 500 ეგზემპლარად 2024 წელს გამოიცემა.
ფოტო: Gems/Redferns/Getty Images

The Beach Boys ჯგუფის პირველ ანთოლოგიურ წიგნს აანონსებს.  400-გვერდიანი წიგნი სახელწოდებით The Beach Boys by The Beach Boys მკითხველს ბენდის შემოქმედებით მემკვიდრეობას გააცნობს. წიგნში გაერთიანებულია ისტორია ბენდის ადრეული ეტაპიდან, მის მსოფლიო აღიარებამდე.  

წიგნი მცირე ტირაჟით გამოიცემა და სულ 500 ეგზემპლარი იქნება ხელმისაწვდომი. წიგნში გაერთიანებული ისტორია თავად ჯგუფის წევრების მონათხრობს ეფუძნება. The Beach Boys by The Beach Boys  ასევე აერთიანებს იშვიათ ფოტო მასალას. წიგნი 2024 წელს გამოიცემა.

წიგნის დაანონსებასთან ერთად, განცხადება გაავრცელა ჯგუფის თანადამფუძნებელმა ბრაიან უილსონმა: „ვფიქრობ, საქმის მთელი გულით კეთება ძალიან მნიშვნელოვანია.  Beach Boys-ის თითოეულმა წევრმა თავისი სული და გული ჩადო შემოქმედებაში, ალბათ სწორედ ამან განსაზღვრა მათი ხანგრძლივი პოპულარობა.“ – აღნიშნა უილსონმა.

წიგნი ასევე მოიცავს ფოტოებს  Capitol Records-ის და ასევე ბენდის წევრების პირადი არქივიდან. ამ მასალაში ასახულია მათი რეპეტიცია, ალბომის ჩაწერის პროცესი, საკონცერტო ტურნე და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა. გამოცემა ასევე მოიცავს  ინტერვიუებს, ასევე სხვა საარქივო ტექსტებს.

სტანდარტულ ეგზემპლარებთან ერთად ასევე გამოიცემა 85 ე.წ. არტლუქს ეგზემპლარი, რომელიც ბენდის წევრების მიერ არის ხელმოწერილი და განსხვავებული დიზაინით არის შეფუთული. აღსანიშნავია, რომ ეს ეგზემპლარები უკვე წინასწარ გაყიდულია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Wonka-ს რეჟისორი ამბობს, რომ ტიმოთი შალამეს ფილმისთვის სინჯები არ გაუვლია

შემდეგი სტატია

ჯეინ ბირკინი

მსახიობი და მომღერალი ჯეინ ბირკინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი