გავრცელებული ინფორმაციით, არიანა გრანდე და დალტონ გომესი ერთმანეთს დაშორდნენ

როგორც მედია იუწყება, რამდენიმე თვეა წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს.
ფოტო: კარვაი ტენგი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არიანა გრანდე და დალტონ გომესი ორწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. 

TMZ იყო პირველი მედია წყარო, რომელმაც ეს სიახლე გაავრცელა. როგორც გამოცემა იუწყება, წყვილი 2023 წლის იანვრის შემდეგ ერთად აღარ ცხოვრობს, ახლა კი უკვე ფორმალურად განქორწინებასაც აპირებენ. იგივე ინფორმაციას იუწყება ჟურნალი People, რომლის სტატიაშიც აღნიშნულია, რომ გრანდე და გომესი 2023 წლის შემდეგ ერთად აღარ არიან.

Billboard არიანა გრანდეს  ოფიციალურ წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა ვარსკვლავს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მომღერალი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადა ფილმის, სახელწოდებით Wicked გადაღებები მიმდინარეობს. 16 ივლისს გრანდე  ფოტოგრაფებმა „უიმბლდონის ტურნირის“ თამაშზე დააფიქსირეს. როგორც ფოტოებში ჩანს, გრანდეს საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა. გრანდე უიმბლდონის ჩემპიონატზე ენდრიუ გარფილდის, ტომ ჰიდლსტონის და ჯონათან ბეილის გვერდით იჯდა. 

არიანა  გრანდე და ძვირადღირებული უძრავი ქონების აგენტი, 27 წლის  დალტონ გომესი 2021 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ნიშნობა  2020 წელს ჰქონდა. როგორც ცნობილია ნიშნობამდე გრანდე და გომესი ერთმანეთს დაახლოებით 10 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალექსანდრე კორძაია - Kordz

Day 2 Remember – Kordz-ის ახალი კომპოზიცია

შემდეგი სტატია

„მადამ ტუსოს“ მუზეუმმა ჰარის ტაილსის 7 ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი