ბიონსემ მადონას სცენიდან მიმართა

Პოპის ლეგენდა ბიონსეს კონცერტს ესწრებოდა
მადონა და ბიონსე
Kevin Mazur/Getty Images For Roc Nation

მადონას შემოქმედების 40 წლის იუბილეს აღნიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, თუმცა რამდენიმე დღის წინ მომღერალი ნიუ ჯერსიში გამართულ ბიონსეს კონცერტზე გამოჩნდა. ეს ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი საჯარო გამოჩენა იყო.

ფანის მიერ დადებულ ფოტოში ჩანს 64 წლის ლეგენდა, რომელიც ბიონსეს შოუს უყურებს. როგორც ჩანს, ბიონსემაც შენიშნა კონცერტის განსაკუთრებული სტუმარი და Break My Soul-ის შესრულებისას პოპის დედოფალს სცენიდან მიმართა. 

„დიდი მოკითხვა დედოფალს” – თქვა ბიონსემ სიმღერის დროს, რომლის რემიქსიც სახელწოდებით Queens Remix მადონამ და ბიონსემ შარშან ერთად ჩაწერეს. „დედა დედოფალო, მადონა, გვიყვარხარ,” – მიმართა პოპის დედოფალს ბიონსემ. 

მადონას მენეჯერმა წინა თვეში განაცხადა, რომ მომღერალმა რამდენიმე დღე ინტენსიური თერაპიის ქვეშ გაატარა სერიოზული ბაქტერიული ინფექციის გამო. საავადმყოფოდან გამოწერიდან ერთ თვეში კი მადონამ წერილი გაავრცელა, სადაც შვილებსა და მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

ნახეთ მადონას ფოტო ბიონსეს შოუზე და ბიონსეს მიმართვა

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზენდაია ანგუს კლაუდს პოსტს უძღვნის: „მადლობელი ვარ, რომ მისი გაცნობის შანსი მომეცა”

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი მეხუთე საიუბილეო სეზონს 31 აგვისტოს გახსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი