ზენდაია ანგუს კლაუდს პოსტს უძღვნის: „მადლობელი ვარ, რომ მისი გაცნობის შანსი მომეცა”

ზენდაია და კლაუდი ერთად თამაშობდნენ სერიალში Euphoria.
ზენდაია და ანგუს კლაუდი
Matt Winkelmeyer/VF22/WireImage for Vanity Fair

ზენდაია ანგუს კლაუდის გარდაცვალებას ინსტაგრამზე გამოეხმაურა. მან ემოციური პოსტი მიუძღვნა მეგობარს, რომელთან ერთადაც HBO-ს სერიალში Euphoria თამაშობდა. 

„სიტყვები არ არის საკმარისი იმ უსასრულო სიკეთის აღსაწერად, როგორიც ანგუსი იყო. მადლობელი ვარ, რომ მის სიცოცხლეში მომეცა მისი გაცნობის შანსი – შესაძლებლობა იმისა, რომ მისთვის ძმა დამეძახებინა, მისი თბილი თვალები და ნათელი ღიმილი მენახა, მისი გადამდები სიცილი მომესმინა (ახლაც მეღიმება, რომ ვიხსენებ). ვიცი, რომ ამ  გამოთქმას ხშირად იყენებენ საყვარელი ადამიანების მიმართ: „ის ანათებდა ყველა ოთახს, რომელშიც კი შევიდოდა”, მაგრამ მართლა გეუბნებით, ეს  ყველაზე კარგად სწორედ მას გამოსდიოდა,” – წერს ზენდაია ინსტაგრამზე. 

ზენდაიამ პოსტს კლაუდის შავ-თეთრი ფოტო დაურთო. „მინდა, ასეთად დამამახსოვრდეს. იმ უსაზღვრო სინათლის, სიყვარულისა და ბედნიერებისთვის, რომლის გაცემასაც ყოველთვის ახერხებდა ჩვენთვის. თითოეულ მომენტს გავუფრთხილდები.”

Ზენდაია და ანგუს კლაუდი ერთად Euphoria -ს პირველ ორ სეზონში თამაშობდნენ. 

Ნახეთ ზენდაიას პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„კრეტა” – 4D Monster Lobsters-ის ახალი სინგლი

შემდეგი სტატია

ბიონსემ მადონას სცენიდან მიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი