San Francisco Sounds: A Place in Time – დოკუმენტური ფილმის პირველი დეტალები 

ორნაწილიანი ფილმი აღწერს Bay Area-ს ისეთი გამომსვლელების კარიერულ აღმასვლას, როგორებიც იყვნენ The Grateful Dead, Jefferson Airplane, ჯენის ჯოპლინი და Sly and the Family Stone.
ჯენის ჯოპლინი და Big Brother & The Holding Company სან-ფრანცისკოში 1967 წელს
Malcolm Lubliner/Michael Ochs Archives/Getty Images

1965-დან 1975 წლამდე სან-ფრანცისკომ წარმოუდგენლად ნაყოფიერი გარემო შექმნა ისეთი მუსიკალური ფენომენების დაბადებისთვის, როგორებიც არიან The Grateful Dead, Jefferson Airplane, Sly and the Family Stone, ჯენის ჯოპლინი, სტივ მილერი, Santana და ბევრი სხვა. ამას დაემატა ახალი ფესტივალები, როგორიც იყო  Monterey Pop, ალტამონტი და ვუდსტოკი, რომლებმაც Bay Area-ს მუსიკოსები მუსიკალური ინდუსტრიის სათავეში მოაქცია. 

სწორედ ეს სცენებია აღწერილი ორნაწილიან დოკუმენტურ ფილმში San Francisco Sounds: A Place in Time, რომლის პრემიერაც 20 და 27 აგვისტოს შედგება.

ფილმზე იმავე გუნდმა იმუშავა, რომელმაც ემის სამგზის ნომინანტი დოკუმენტური ფილმი Laurel Canyon: A Place in Time შექმნა.

„ისევე როგორც Laurel Canyon-ის შემთხვევაში, მე პირადად გამოვცადე ეს საოცარი მუსიკალური პერიოდი და რეგულარულად ვსტუმრობდი სან-ფრანცისკოს სცენას.  ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტზე ისევ ამ საოცარ გუნდთან ერთად ვმუშაობ,” – თქვა ფილმის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ფრენკ მარშალმა.

„ძალიან ემოციურია ის ფაქტი, რომ ამ საოცრად კრეატიული მუსიკალური ადგილის ახალი პერსპექტივა უნდა აღმოვაჩინოთ აქამდე სრულიად უცნობი საარქივო მასალით და ასევე პირადი ისტორიებით იმ ადამიანებისა, ვინც ცხოვრობდა და სუნთქავდა სან-ფრანცისკოს სცენით. ადამიანები ფიქრობენ, რომ იციან, რაზე იყო Summer of Love, მაგრამ ეს ორნაწილიანი ფილმი მოჰფენს სინათლეს და ამავდროულად სიბნელესაც იმას, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში ამ ფსიქოდელიური რენესანსის ეპოქაში,” – აღნიშნა ფილმის რეჟისორებმა Billboard-თან საუბარში. 

ფილმის ტრეილერში ახალგაზრდა ბობ დილანი ამბობს: „Jefferson Airplane უკრავს Fillmore Auditorium-ში და ვისურვებდი წასვლას, რომ შემეძლოს.” ასევე ჩანს The Grateful Dead-ის ჯერი გარსია, რომელიც სან-ფრანცისკოს სცენას მშვიდობიანს უწოდებს, ვიეტნამის ომის მიუხედავად: „ჩვენ არ ვფიქრობთ არანაირი სახის ძალაუფლებაზე, რევოლუციაზე ან ომზე.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო Black Sea Arena-მ  Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გააუქმა

შემდეგი სტატია

ტონი ბენეტის მეუღლემ მომღერლის უკანასკნელი სიტყვები გაამხილა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი