ანგუს კლაუდის დედის თქმით, მის შვილს სიცოცხლის დასრულების განზრახვა არ ჰქონია

„სოციალურ მედიაში ვრცელდება პოსტები, რომ მისი სიკვდილი განზრახული იყო. მინდა იცოდეთ, რომ ასე არ არის.”
ანგუს კლაუდი
Craig Barritt/Getty Images

ანგუს კლაუდის დედა ლიზა კლაუდი შვილზე საუბრობს და ამბობს, რომ „მისი უკანასკნელი დღე ბედნიერი იყო.”

ანგუს კლაუდის ოჯახმა მსახიობის გარდაცვალების შესახებ განცხადება ორშაბათს გააკეთა: „ანგუსი ღიად საუბრობდა მისი ფსიქიკური პრობლემების შესახებ და იმედი გვაქვს, მისი გარდაცვალება სხვებისთვის შეხსენება იქნება, რომ მარტო არ არიან და ამ პრობლემას ჩუმად არ უნდა ებრძოლონ.”

პარასკევს კი მსახიობის დედამ წერილი გაავრცელა: „მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ ძალიან ვაფასებ თქვენს სიყვარულს ჩემი ოჯახის მიმართ. ასევე მინდა, იცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვაჟი დიდ გლოვაში იყო მამის გარდაცვალების გამო, მისი უკანასკნელი დღე ბედნიერი იყო. ის ალაგებდა საკუთარ ოთახს იმ განზრახვით, რომ ცოტა ხნით დარჩენილიყო სახლში, რომელიც ძალიან უყვარდა. საუბრობდა მის გეგმებზე, დახმარებოდა თავის დებს კოლეჯში სწავლაში და დახმარებოდა დედას როგორც ემოციურად, ასევე ფინანსურად. მას არ ჰქონია სიცოცხლის დასრულების განზრახვა,” – წერს მსახიობის დედა.

„როცა ერთმანეთს ძილის წინ ჩავეხუტეთ და ვუთხარით, თუ როგორ ძლიერ გვიყვარდა ერთმანეთი, მან მითხრა, რომ დილას შევხვდებოდით. არ ვიცი, რა მოხდა ამის შემდეგ. მხოლოდ ის ვიცი, რომ პროექტზე მუშაობისას თავი მაგიდაზე დადო, ჩაეძინა და აღარ გაუღვიძია. შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ ის ზედოზირებით გარდაიცვალა შემთხვევით და ტრაგიკულად, მაგრამ უდავოა, რომ მას არ ჰქონია ამ სამყაროს დატოვების განზრახვა. მისი ბრძოლები ნამდვილი იყო. ის გასცემდა და იღებდა დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას. მისი როლი Euphoria-ში ნათელი წერტილი გახდა მისი თაობისთვის და გახსნა საუბრები თანაგრძნობაზე, ერთგულებაზე, მიმღებლობასა და სიყვარულზე. თავის ტრავმა, რომელიც მან 10 წლის წინ მიიღო, არ დასრულებულა სიკვდილით, როგორც ეს თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე. მას ბონუსად მიეცა დამატებით 10 წელი, რომელიც კრეატიულობითა და სიყვარულით აავსო,” – წერს ლიზა კლაუდი.

„სოციალურ მედიაში ვრცელდება პოსტები, რომ მისი სიკვდილი წინასწარ განზრახული იყო. მინდა იცოდეთ, რომ ეს ასე არ არის. მისი ხსოვნის პატივსაცემად, გთხოვთ, სიკეთის კეთება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად გაიხადოთ.” 

ანგუს კლაუდი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. კლაუდი HBO-ს სერიალში Euphoria ნარკოდილერის როლს თამაშობდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

FKJ რაჭის ტრაგედიას ეხმაურება

შემდეგი სტატია

შოვში მომხდარ ტრაგედიას ნაილ როჯერსიც ეხმაურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი

LISA-მ, Doja Cat-მა და RAYE-მ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს

არტისტებმა ცალ-ცალკე შეასრულეს ისეთი სიმღერები, როგორებიც არის: Live and Let Die, Diamonds Are Forever და Skyfall.
მეტი