კაილი მინოუგი მადონას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ მადონასთან თანამშრომლობა მისი ოცნებაა.
კაილი მინოუგი
The Venetian® Resort Las Vegas

კაილი მინოუგი იმ ადამიანთა სიას დაემატა, ვინც მადონას გამოჯანმრთელების გზაზე კეთილ სურვილებს უგზავნის. ახალ ინტერვიუში მინოუგმა მადონას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. ასევე აღნიშნა, რომ კარგად იცის, ტურნეების სისასტიკე და ის, თუ როგორ მიაქვს გზაზე ყოფნას შენი დიდი ნაწილი.

„მესმის მისი. მესმის ყველასი, ვინც ტურნეს მართავს, მაგრამ განსაკუთრებით – ქალების,” – ამბობს მინოუგი. „ვფიქრობ, ეს ჩვენთვის უფრო მეტი შრომა და ძალისხმევაა. მე აუცილებლად შევიძენ მადონას კონცერტის ბილეთებს, როცა სცენაზე დაბრუნდება.”

მინოუგმა, რომლის მე-16 სტუდიური ალბომიც 22 სექტემბერს გამოვა, ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ მადონასთან დიდი სიხარულით ითანამშრომლებდა: „რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებდი! ის ტურნეში მიდის. მე არ მაქვს მისი ნომერი, მაგრამ მეც რომ ქალაქში ვიყო და ისიც, ეს საოცარი იქნებოდა. ალბათ შენობები დაინგრეოდა. გაფრთხილებების დაგზავნა დაგვჭირდებოდა!”

ჯანმრთელობის პრობლემების გამო მადონას კარიერის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავი ტურნე გადაიდო. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ 64 წლის მომღერალი ბიონსეს კონცერტზე გამოჩნდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Killers

The Killers – XXI საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი და წარმატებული როკ-ბენდი

შემდეგი სტატია

რობი რობერტსონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი