The Killers-ის კონცერტი, რა მოხდა  Black Sea Arena-ზე

The Killers-მა Black Sea Arena-ს კონცერტზე რუსი დრამერი სცენაზე აიყვანა, რის გამოც მსმენელების ნაწილმა დარბაზი დატოვა.
The Killers
The Killers

15 აგვისტოს Starring Georgia კამპანიის ფარგლებში ცნობილმა ამერიკულმა როკ ბენდმა  The Killers, Black Sea Arena-ზე კონცერტი გამართა. The Killers-ის კონცერტამდე სცენა საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა  ბენდმა LOUDspeakers-მა გახსნა. კონცერტი წყნარ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ყველა The Killers ელოდა, მისი გამოსვლა ცნობილი სიმღერით MR Brightside დაიწყო. სიმღერის დასრულების შემდეგ კი ოვაციები არ წყდებოდა, თუმცა შუა კონცერტის დროს  მომხდარი ინციდენტის გამო ყველაფერი შეიცვალა. 

The Killers-მა Black Sea Arena-ს კონცერტზე ერთ-ერთი სიმღერის შესულების დროს დარბაზში შეკრებილ მსმენელთა შორის სცენიდან ტრადიციულად მსმენელი აიყვანა, რომელსაც ბენდთან ერთად სიმღერა უნდა დაეკრა, რასაც აუდიტორიის მხრიდან უარყოფით რეაქცია მოჰყვა. საქმე ისაა, რომ მსმენელი რომელიც სცენაზე ავიდა რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ამ ფაქტის გამო პროტესტის ნიშნად  მსმენელების გარკვეულმა ნაწილმა დარბაზი დატოვა. მსგავსი რეაქციით გაკვირვებულმა The Killers-ის ფრონტმენმა ბრენდონ ფლაუერსმა აუდიტორიას მიმართა: „ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის არ უნდა არსებობდეს საზღვრები, ჩვენ ყველა დები და ძმები ვართ“, რასაც დამსწრე საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან კიდევ ერთი პროტესტი და უარყოფითი შეძახილები მოჰყვა. 

Სცენაზე განვითარებულ ინციდენტს ადგილობრივი და საერთაშორისო მედიაც გამოეხმაურა, მოგვიანებით კი The Killers-მა სოციალურ მედიაში პოსტი გამოაქვეყნა და ბოდიში მოიხადა. მათი თქმით, ეს ბენდის უცვლელი ტრადიციაა, რომელიც სცენიდან დრამერის აყვანას გულისხმობს, რათა მათთან ერთად სიმღერა შეასრულოს.  

„საქართველოს კეთილო ხალხო, არასდროს გვიფიქრია ვინმეს წყენა, ჩვენ დიდი ხანია მსგავსი ტრადიცია გვაქვს, სადაც ვიწვევთ ხალხს, რათა ჩვენთან დრამზე დაუკრან, სცენიდან აუდიტორიის პირველადი რეაქციიდან თითქოს ჩანდა, რომ ხალხი წინააღმდეგი არ იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ The Killers-ის მხრიდან ძმები და დების თქმა შესაძლოა აუდიტორიას და თაყვანისმცემლებს არასწორად გაეგოთ. არავის გაღიზიანება არ გვინდა და ბოდიშს ვიხდით, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და იმედი გვაქვს მალე დავბრუნდებით.” – წერს The Killers სოციალურ მედიაში.

ამ ფაქტს ქართული ბენდი LOUDspeakers-იც გამოეხმაურა:


„ქილერსის warm up-ზე დაკვრა საამაყო გვეგონა, მაგრამ რუსის დრამზე აყვანით და მცდელობით, რომ რუსები და ქართველები ჩაეხუტებინათ, ძალიან იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები  ვართ. უნდა იცოდე სად ჩადიხარ! რუსეთი მტერი და ოკუპანტია!!!.”- აფიქსირებს ბენდი თავის პოზიციას.

მომხდარის შესახებ სოციალურ მედიაში Black Sea Arena-მ განცხადება გამოქვეყნა: 

 
„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია.”- წერს Black Sea Arena.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სტეფანეს მორიგი ჰიტი – „ჩემზე არის ეს სიმღერა”

შემდეგი სტატია

დამიან სკოტი ნიუ-იორკში Billboard-ის ჰიპ-ჰოპისა და R&B მიმართულებას უხელმძღვანელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

გიორგი გიგაშვილის კონცერტი დუბაიში Steinway Prizewinner Concerts-ის ფარგლებში გაიმართა

„მისი მომნუსხველი შესრულება ნამდვილი მუსიკალური მოგზაურობა იყო,” - ასე ეხმაურებიან ქართველი პიანისტის გამოსვლას კონცერტის ორგანიზატორები.
მეტი

რუსთავში საპროტესტო მუსიკალური ღონისძიება გაიმართება

მუსიკალურ საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან: Process,4D Monster Lobsters, ნიკა ჩოხელი, Outsider, Mechanical Rainbow, Killages, „მწვანე ოთახი“, „გამოუვალი მდგომარეობა“, ჯგუფი „ყველა“ და ნინო ქათამაძე.
მეტი

ნოდარიკო ხუციშვილის და მეგობრების საქველმოქმედო კონცერტი

მუსიკოსების მხარდასაჭერი კონცერტი „ილიას ბაღში” 6 იანვარს გაიმართება, სადაც ნოდარიკო ხუციშვილთან ერთად კატო კვარაცხელია, ნიკალა და ნინი ნუცუბიძე წარდგებიან
მეტი

ნათია თოდუა გერმანიაში  საქველმოქმედო კონცერტს  We Stand With Georgians გამართავს

კონცერტი 20 დეკემბერს, ბერლინში გაიმართება, სადაც საპროტესტო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდების დასახმარებლად თანხა შეგროვდება.
მეტი

მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

კონცერტი დები იშხნელების შემოქმედების 100 წლის იუბილეს სიმბოლურად გამოეხმაურა.
მეტი
პაპუნა შარიქაძე

ქართველი ჯაზ პიანისტის, კომპოზიტორისა და მომღერლის, პაპუნა შარიქაძის სადებიუტო კონცერტი ნიუ იორკში

„ბევრი რამ პირველად შესრულდება, მათ შორის ჩემი ახალი სიმღერა „ჯაზი საზღვრებს გარეშე”. მინდა, რომ სიმღერის ელემენტი დავაბრუნო ჩემს მუსიკაში.“ - პაპუნა შარიქაძე
მეტი