მაილი საირუსმა ახალი სინგლი Used to Be Young დააანონსა: „ეს სიმღერა ჩემს ერთგულ ფანებს ეძღვნება“

„მიყვარხართ იმისათვის, რომ ჩემი ყველა ვერსია გიყვართ“ – წერს საირუსი ინსტაგრამზე.
ფოტო: NOUA UNU Studio

 რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მაილი საირუსმა ჰიტი სახელწოდებით Flowers გამოუშვა და მუსიკალური ნამუშევარი დღემდე  Billboard Hot 100-ის ჩარტებშია. ამჯერად მომღერალმა ახალი სინგლი – Used to Be Young დააანონსა, რომელიც 25 აგვისტოს გამოიცემა.

საირუსმა სიახლე ინსტაგრამის მეშვეობით გაავრცელა. ტრეკის გამოცემასთან ერთად, ვარსკვლავმა 213 მილიონ გამომწერს თავისი გეგმებიც გაუზიარა.  „ახალი სინგლის გამოშვების აღსანიშნავად, Endless Summer Vacation მუსიკალური სესიები გრძელდება.“ როგორც მაილი საირუსმა გამომწერებს აცნობა, მუსიკალური სესიების სპეციალური პროგრამის ახალი ეპიზოდი 24 აგვისტოს, სამხრეთ ამერიკის  დროით საღამოს 10 საათზე, ABC-ზე გავა. „ ეს სიმღერა [Used To Be Young]  ჩემს ერთგულ ფანებს ეძღვნება. მიყვარხართ იმისათვის, რომ ჩემი ყველა ვერსია გიყვართ“ – წერს საირუსი ინსტაგრამზე.

ეს წარწერა ვარსკვლავმა სარეკლამო ვიდეოს დაურთო. ვიდეოში ჩანს ფრაგმენტული კადრები მუსიკალური სესიების ახალი ეპიზოდიდან, სახელწოდებით – Endless Summer Vacation: Continued Backyard Sessions. 

Used To Be Young საირუსის პირველი რელიზია მას შემდეგ, რაც ალბომი – Endless Summer Vacation გამოსცა. ეს ალბომი მისი მერვე სტუდიური ჩანაწერია. ნამუშევარი სადებიუტო პერიოდში Billboard 200-ის ჩარტებში მე-3 ადგილს იკავებდა. საირუსმა Disney+-თან ერთად ასევე წარადგინა ახალი ალბომისადმი მიძღვნილი მუსიკალური  სესიების სპეციალური პროგრამა. სესიების ახალი ნაწილი პრემიერის შემდეგ დღეს სტრიმინგ სერვის Hulu-ზეც იქნება ხელმისაწვდომი. 

ნახეთ პოსტი, რომლითაც მაილი საირუსმა ახალი სიმღერა – Used To Be Young დააანონსა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო როკ სოლისტი

შემდეგი სტატია

ნუცი ნებიერიძემ სიმღერა City Sounds შოვის ტრაგედიას მიუძღვნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი