თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ბერლინის კონცერტჰაუსის სცენაზე წარდგება

კონცერტზე შედგება კორძისა და მიკა მდინარაძის ნაწარმოებების პრემიერები.

19 აგვისტოს გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ბერლინის კონცერტჰაუსის სცენაზე ფესტივალ Young Euro Classic-ის ფარგლებში წარდგება. კონცერტზე გერმანულ სიმფონიურ მუსიკასთან ერთად შესრულდება გია ყანჩელის, კორძისა და მიკა მდინარაძის ნაწარმოებები. ორკესტრს მისი სამხატვრო ხელმძღვანელი მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს. კონცერტზე ასევე დაუკრავს ვენიავსკის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე. 

Young Euro Classic მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელიც 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეულ ახალგაზრდულ ორკესტრებსა და შემსრულებლებს მასპინძლობს. ფესტივალი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში, ბერლინის კონცერტაუსში იმართება და ყოველწლიურად მას 25000 მსმენელი სტუმრობს. წელს ფესტივალის სცენაზე თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის დებიუტი შედგება.

ნახეთ კადრები ორკესტრის რეპეტიციიდან, რომელიც Billboard საქართველოს მარიამ ყარალაშვილმა მიაწოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრედლი კუპერი ახალი ფილმის Maestro-ს ტრეილერში

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგო ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, რომელმაც BRIT Billion Award მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი