ბრედლი კუპერი ახალი ფილმის Maestro-ს ტრეილერში

ლეონარდ ბერნსტაინის და ფელისია მონტილეგროს ურთიერთობაზე შექმნილი ფილმი Netflix-ზე დეკემბერში გამოვა

ბრედლი კუპერი მუსიკოს ლეონარდ ბერნსტაინზე გადაღებული ახალი ბიოგრაფიული ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელია. ფილმი Maestro ამერიკელი დირიჟორის და საკულტო მუსიკოსის ლეონარდ ბერსტაინის ბიოგრაფიას მოგვითხრობს, რომელიც ბერნსტაინის და მისი მეუღლის ფელისია მონტილეგროს ურთიერთობას ასახავს. ბრედლი კუპერს მთავარ როლზე პარტნიორობას კერი მალიგანი გაუწევს. 

თრეილერს გამოსვლის შემდეგ საზოგადოებაში კრიტიკა მოჰყვა. მსახიობ ბრედლი კუპერს გამოკვეთილი გრიმის გამო ებრაელების სტერეოტიპულად წარმოჩენაში ადანაშაულებენ. საქმე ისაა, რომ ბრედლი კუპერი ფილმში ცხვირის პროთეზით გამოჩნდა.

„ყველაზე გიჟური მხარე ის არის, რომ ნამდვილი ბრედლი კუპერი ბევრად უფრო მეტად ჰგავს ისტორიულ პირს ლეონარდ ბერნსტაინს, ვიდრე ფილმში შექმნილი პერსონაჟი.“- წერს ტვიტერზე მომხმარებელი. 

„საქმე ის კი არ არის, რომ მსახიობი ლეონარდ ბერნსტაინს დაამსგავსონ, აქ იმაზეა გამახვილებული ყურადღება, რომ არა ებრაელი მსახიობი ებრაულ სტერეოტიპს მიამსგავსონ.“ – სოციალურ მედიაში სხვა  მომხმარებელი წერს.

კრიტიკას ბერნსტაინის შვილები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ბრედლი კუპერის შესრულებულ როლთან დაკავშირებით მათ პრობლემა არ აქვთ. ოჯახის თქმით, ცხვირის პროთეზის გამოყენებაზე სავარაუდოდ არც ლეონარდს ექნებოდა პრობლემა. 

„გული გვწყდება, როცა ვხედავთ, რა გაუგებრობა გამოიწვია ამ ფაქტმა. ბრედლიმ გრიმი გაიკეთა, მას უფრო რომ დამსგავსებოდა. დარწმუნებული ვართ, ამის წინააღმდეგი მამაც არ იქნებოდა. გვეჩვენება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი მწვავე კრიტიკა წარმატებული ადამიანის დასაზიანებლად გადადგმული ნაბიჯია,  რასაც მამაჩვენის შემთხვევაში არაერთხელ შევხვედრივართ.“ – წერენ ბერნსტაინის შვილები ინსტაგრამზე. 

ფილმი Maestro, Netflix-ზე 20 დეკემბრიდან გამოვა, შერჩეულ კინოთეატრებში კი მისი ხილვა 22 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. ფილმის პრემიერა 2 ოქტომბერს ნიუ-იორკის კინოფესტივალზე, ნიუ-იორკის ფილარმონიაში, დევიდ გეფენის ჰოლში შედგება, რომელსაც თავად ბერნსტაინი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ნახეთ ფილმ Maestro-ს შესახებ ბერნსტაინის ოჯახის განცხადება და სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნუცი ნებიერიძემ სიმღერა City Sounds შოვის ტრაგედიას მიუძღვნა

შემდეგი სტატია

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი ბერლინის კონცერტჰაუსის სცენაზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი