Doja Cat გამომწერების დაკარგვას გამოეხმაურა

გამომწერების დაკარგვას მომღერალი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანია.
Doja Cat
Jacob Webster


Doja Cat-მა სოციალურ მედიაში 300,000-მდე გამომწერი დაკარგა. მიზეზი ვარსკვლავის ფანებთან დაპირისპირება იყო. 

გამომწერების დაკარგვას მალე მომღერალი თავადვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანია. „ახლა შემიძლია დაკავშირებული ვიყო იმ ადამიანებთან, ვინც ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანია, ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ახლა ვარ და არა ისეთი, როგორიც ადრე ვიყავი.“ – აღნიშნავს Doja Cat ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ისტორიაში. 

როგორც CNN იუწყება, ვარსკვლავმა გააკრიტიკა ფანები, რომლებიც სოციალურ მედიაში საკუთარ თავს Kittenz-ს უწოდებდნენ. მომღერალმა ეს სახელი ალკოჰოლისადმი მიდრეკილი მოზარდების აღმნიშვნელ ტერმინთან გააიგივა. Doja Cat-ის თქმით, მისი ფანები ასეთ სახელებს არ უნდა ირჩევდნენ. „თუ თქვენ საკუთარ თავს Kitten-ს, ან Kittenz-ს უწოდებთ, Ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მობილურებს მოსწყდეთ, სამსახური იშოვოთ და მშობლებს სახლის საქმეებში დაეხმაროთ.“ – მიმართა თაყვანისმცემლებს Doja Cat-მა. 

ახლახან მედიაში ვარსკვლავის შესახებ კიდევ ერთი სიახლე გავრცელდა. Doja საცვლების ცნობილი ბრენდის Victoria’s Secret-ის ხმაურიანად დაანონსებული პროექტის – The Victoria’s Secret World Tour-ის ჰედლაინერი იქნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია როდრიგო ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, რომელმაც BRIT Billion Award მიიღო

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი სემ ასგართან განქორწინებას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი