ბრიტნი სპირსი სემ ასგართან განქორწინებას გამოეხმაურა

არ ვაპირებ, ვინმეს რამე ავუხსნა, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არავის საქმე არ არის!!!“ – წერს ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ფოტო: Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic


„როგორც უკვე ყველასათვის ცნობილია, სემი და მე ერთად აღარ ვართ… 6 წელი ერთად ყოფნისათვის დროა, ამიტომ ცოტა შოკში ვარ, თუმცა…არ ვაპირებ, ვინმეს რამე ავუხსნა, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არავის საქმე არ არის!!!“ – წერს ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში. ეს სიტყვები სპირსმა ვიდეოს დაურთო, რომელშიც ჯენეტ ჯექსონის 1993 წლის ჰიტზე სახელწოდებით If ცეკვავს.

„ამდენ ტკივილს ვეღარ გავუძელი!!! Რაღაც ტელეპათიური გზით მეგობრებისაგან ისეთ გზავნილებს ვიღებდი, რომლებიც გულს მითბობდა და ამისათვის მადლობელი ვარ!!! თავს ძლიერად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაჩვენებდი. ჩემი ინსტაგრამი შესაძლოა იდეალურად გამოიყურებოდეს, თუმცა ის რეალობისგან შორს არის და ვფიქრობ, ეს ყველამ ვიცით. ვისურვებდი ემოციები გამოვხატო და გაჩვენოთ სინამდვილეში როგორ ვგრძნობ თავს, მაგრამ არსებობს მიზეზები, რომლის გათვალისწინებითაც ჩემი სისუსტეების დამალვა მიწევდა!!!.“ – წერს სპირსი. 

Billboard-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ასგარმა განქორწინებაზე განაცხადი 16 აგვისტოს ლოს ანჯელესის სასამართლოში შეიტანა. დოკუმენტების მიხედვით წყვილი ერთად 28 ივლისის შემდეგ აღარ არის. ასგარი მიზეზად უთანხმოებას ასახელებს. ის სპირსისაგან სავალდებულო ფინანსურ მხარდაჭერასაც ითხოვს. 

ბრიტნი სპირსმა და სემ ასგარმა შეხვედრა 2016 წელს დაიწყეს. წყვილი ერთმანეთს 2016 წელს, Slumber Party-ის მუსიკალური ვიდეოს გადაღებებისას შეხვდა. ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2021 წელს დაინიშნნენ და ხოლო 2022 წლის ივნისში იქორწინეს. ქორწინების წინ სპირსმა განაცხადა, რომ მუცელი მოეშალა.

განქორწინების განაცხადის შეტანიდან მეორე დღეს, სემ ასგარი საკუთარ გადაწყვეტილებას ინსტაგრამის ისტორიაში გამოეხმაურა. „ექვსწლიანი სიყვარულისა და ერთგულების შემდეგ, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ეს მოგზაურობა დავასრულოთ“- წერს სემი. “ჩვენ ვინარჩუნებთ სიყვარულს და ერთმანეთისადმი პატივისცემას და მას ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ“.  სემმა საზოგადოებას თხოვნით მიმართა – „კონფიდენციალურობის მოთხოვნა ასეთ დროს უაზრობაა, ამიტომაც ყველას, მედიის ჩათვლი, ვთხოვ, კეთილი და დაფიქრებული იყოს.“ – აღნიშნავს სემ ასგარი. 

ნახეთ ბრიტნი სპირსის ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doja Cat გამომწერების დაკარგვას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

სასამართლოს დადგენილებით, სექსუალური ძალადობის საქმეზე მაიკლ ჯექსონის კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ დავა გაგრძელდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი