Whitesnake-ის  გიტარისტი  ბერნი მარსდენი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

მუსიკოსის გარდაცვალების ამბავი ოჯახმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა.
ფოტო: ფინ კოსტელო/Redferns/Getty Images


ინგლისური როკ ბენდის Whitesnake-ის გიტარისტი ბერნი მარსდენი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარსდენი ჯგუფის გიტარისტთან ერთად,  Whitesnake-ის ყველაზე დიდი ჰიტების ავტორიც იყო. 

მუსიკოსის გარდაცვალების ამბავი ოჯახმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა. „ოჯახი ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ბერნი მარსდენი გარდაიცვალა. Ბერნი მშვიდად აღესრულა. გარდაცვალების დღეს მის გვერდით მეუღლე, ფრენი და ქალიშვილები, შარლოტი და ოლივია იმყოფებოდნენ. ბერნის არასოდეს დაუკარგავს ლტოლვა მუსიკისადმი, იგი სიმღერებს სიცოცხლის ბოლომდე წერდა და გამოსცემდა“ –  წერია გამოქვეყნებულ პოსტში.

მერნი მარსდენი Whitesnake-ის გიტარისტი ბენდის დაარსებიდან – 1978 წლიდან, 1982 წლამდე იყო. ბენდის თავდაპირველი შემადგენლობაში ასევე  ფრონტმენი დევიდ კლოვერდეილსი, ბასისტ ნილ მიურეი, გიტარისტი მიკ მუდი და დრამერი დეივ დოუი იყვნენ. მარსდენის თანაავტორობით ჯგუფმა ყველაზე მთავარი ჰიტი – Here I Go Again გამოსცა. მერნი მარსდენმა ეს სიმღერა ბენდის წევრებთან ერთად მოგვიანებით,1987 წელს ხელახლა ჩაწერა. ტრეკი Billboard Hot 100 -ის ჩარტებში ლიდერ პოზიციას იკავებდა. 

ჯგუფში 4-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში, მარსდენმა Whitesnake-ის ხუთი ალბომის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. Whitesnake-ის გარდა გიტარისტი რამდენიმე სხვა ბენდთან და მუსიკალურ პროექტთან ერთადაც უკრავდა. მან რამდენიმე სოლო ალბომიც გამოსცა.  ბერნი მარსდენის ბოლო მუსიკალური ნამუშევარი სახელწოდებით Trios 2022 წლის აგვისტოში გამოვიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კარლოს სანტანამ ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა

შემდეგი სტატია

AQUA - ფოტო: გურმუნდ ტაი

AQUA  Barbie-ს მსოფლიო ტურნეს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard იაპონია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფლეილისტს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი მუსიკოსებიც შედიან

ფლეილისტი „ბილბორდის” საერთაშორისო გამოცემებთან თანამშრომლობით შეიქმნა.
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი

LISA-მ, Doja Cat-მა და RAYE-მ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს

არტისტებმა ცალ-ცალკე შეასრულეს ისეთი სიმღერები, როგორებიც არის: Live and Let Die, Diamonds Are Forever და Skyfall.
მეტი

ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული The Brutalist გახდა

თავის სიტყვაში კომპოზიტორმა დენიელ ბლუმბერგმა ფილმის რეჟისორ ბრედი კორბეტს „შემოქმედებითი სულიერი მეგობარი“ უწოდა.
მეტი