ტეილორ სვიფტი სელენა გომესის ახალ მუსიკალურ ვიდეოს გამოეხმაურა

სვიფტმა მეხიკოში დაგეგმილი კონცერტის წინ ინსტაგრამზე ისტორია გამოაქვეყნა, რომელშიც სელენა გომესის ახალ მუსიკალურ ნამუშევარს დადებითად აფასებს.
ფოტო: კევინ მაზური

25 აგვისტოს სელენა გომესმა მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც გადაღებულია მის ახალ ტრეკზე სახელწოდებით Single Soon. სიმღერის პრემიერას ტეილორ სვიფტო გამოეხმაურა. სვიფტმა მეხიკოში დაგეგმილი კონცერტის წინ ინსტაგრამზე ისტორია გამოაქვეყნა, რომელშიც სელენა გომესის ახალი მუსიკალური ნამუშევარი დადებითად შეაფასა.

ისტორიაში სვიფტმა კლიპიდან ფრაგმენტი ატვირთა და შემდეგი წარწერა გაუკეთა –  „როცა შენი საუკეთესო მეგობარი საუკეთესოა. ვფიქრობ, მასზე სამუდამოდ ვიცეკვებ“. ამ ისტორიის ატვირთვის შემდეგ, სოციალურ მედიაში „Taylena“ ტრენდულ ჰეშთეგად იქცა.

გომესი ამჟამად მესამე სტუდიურ ალბომზე მუშაობს. მომღერალმა სინგლი სახელწოდებით Single Soon აღწერა, როგორც მხიარული სიმღერა, რომელიც ზაფხულის დასასრულისათვის საუკეთესოა.

გომესმა ბოლო ალბომი Rare 2020 წელს გამოსცა. 2021 წელს მომღერალმა ესპანურენოვანო EP სახელწოდებით Revalación გამოუშვა. 2022 წელს კი მომღერალმა სიმღერა My Mind & Me წარადგინა. 

ნახეთ სელენა გომესის მუსიკალური ვიდეო – Single Soon:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი მეხუთე დღეს ჟულიენ კანტენის ორ კონცერტს უმასპინძლებს

შემდეგი სტატია

სერ ელტონ ჯონი, 2023 წლის 27 მარტი, ლონდონი. ფოტო: მაქს მუბი

ელტონ ჯონი საავადმყოფოდან გამოწერეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი