Timbaland-მა ჯასტინ ტიმბერლეიკთან და ნელი ფურტადოსთან ერთად ჩაწერილი სიმღერის სახელწოდება გაამხილა

სიმღერა პირველ სექტემბერს გამოვა.
ფოტო: კრის პოლკი

თვეები გავიდა მას შემდეგ, რაც Timbaland-ის, ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ნელი ფურტადოს ახალი თანამშრომლობის შესახებ გახდა ცნობილი. ამჯერად Timbaland-მა ერთობლივი სიმღერის სახელწოდებაც გაასაჯაროვა. Keep Going Up! – ასე ჰქვია ტრეკს, რომელიც პირველ სექტემბერს გამოვა.  Timbaland-მა სიმღერის სახელწოდება სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტით გაამხილა. 

Timbaland-მა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა და ნელი ფურტადომ პირველი ერთობლივი სიმღერა – Give It to Me 2007 წელს გამოუშვეს. სიმღერა  Billboard Hot 100-ის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. გასულ კვირას Timbaland-მა თიზერი ატვირთა. „ჩვენ დავბრუნდით“ –  ასე დაასათაურა ცნობილმა პროდიუსერმა ვიდეო. 

Timbaland-მა ახალი ალბომიც დააანონსა, რომელიც ნოემბერში გამოიცემა.  ბოლო ალბომი სახელწოდებით Shock Value II პროდიუსერმა 2009 წელს გამოსცა.

ნახეთ პოსტი, რომლითაც  Timbaland-მა ჯასტინ ტიმბერლეიკთან და ნელი ფურტადოსთან ერთად ჩაწერილი სიმღერის სახელწოდება გაავრცელა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას, სავარაუდოდ, კანიე უესტთან წარსულში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი და რინგო სტარი Billboard-ის ჩარტებში The Beatles-ისგან დამოუკიდებლად პირველად მოხვდნენ 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი