ჯო ბაიდენი ჯიმი ბაფეტის გარდაცვალებას ეხმაურება

მომღერალი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯიმი ბაფეტი 1976 წელს ატლანტაში
Tom Hill/WireImage

თეთრმა სახლმა ჯო ბაიდენის განცხადება გაავრცელა, სადაც იგი ჯიმი ბაფეტის გარდაცვალებას ეხმაურება. 

„სამოთხის პოეტი, ჯიმი ბაფეტი ამერიკული მუსიკის ხატი იყო. მან შთაგონება მისცა თაობებს, რომ ბედნიერება ცხოვრებასა და ერთმანეთში ეპოვათ,” – წერია განცხადებაში. „მისი შინაარსიანი და სევდიანი სიმღერები წარმოაჩენს ამერიკული ფოლკლორის პერსონაჟებს და ქმნის ქანთრის, ფოლკის, როკის, პოპისა და კალიფსოს დაუვიწყარ მუსიკალურ მიქსს, რაც მხოლოდ ბაფეტის უნიკალურ სტილში ერთიანდება.”

ჯიმი ბაფეტი პირველ სექტემბერს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მის ვებგვერდსა და სოციალური მედიის ანგარიშებზე გავრცელდა. გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა. 

ბაიდენი, რომელიც ერთ-ერთია იმ მრავალ საჯარო ფიგურათა შორის, რომლებმაც ბაფეტი გაიხსენეს, ამბობს: „ჩვენ გვქონდა პატივი, არაერთხელ შევხვედროდით ჯიმის და ის ცხოვრებაშიც ისეთივე იყო, როგორიც სცენაზე – კეთილგანწყობითა და ბედნიერებით სავსე. იგი თავის ნიჭს ადამიანების გასაერთიანებლად იყენებდა.”

Billboard-ის Hot 100-ში ბაფეტის 13 სინგლია შესული. Მათ შორის 7 ტოპ 40-ში, ხოლო ერთი ტოპ 10-ში. მომღერალი 40-ჯერაა შესული Billboard-ის 200 ალბომის ჩარტში. 

„მე და ჯილი სიყვარულს ვუგზავნით მის 46 წლის მეუღლეს ჯეინს, მის შვილებსა და შვილიშვილებს. და იმ მილიონობით ფანს, რომლებიც მის სიყვარულს განაგრძობენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი გემი ახლა ახალი ნაპირებისკენ მიცურავს,” – ამბობს ბაიდენი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნელი ფურტადო ახლა თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს 

შემდეგი სტატია

შინეიდ ო’კონორის ოჯახი მომღერლის გულშემატკივრებს მადლობას უხდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი
კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

მას შემდეგ რაც უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა, ამბობს, რომ  „ცდილობს, იყოს საუკეთესო ადამიანი“

მსახიობი და რეპერი გულწრფელად საუბრობს ოსკარის ღონისძიებაზე, 2022 წელს მან წამყვან კრის როკს სილა გაარტყა
მეტი

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი