შინეიდ ო’კონორის ოჯახი მომღერლის გულშემატკივრებს მადლობას უხდის

„ო’კონორის ოჯახი მადლიერია და ლოცულობს თქვენთვის.”
შინეიდ ო’კონორი
Andrew Catlin

შინეიდ ო’კონორი 8 აგვისტოს მშობლიურ ირლანდიაში დაკრძალეს. ახლახან კი მომღერლის ოჯახმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მადლობას უხდის ყველას, ვინც დაკრძალვის ცერემონიაში იყო ჩართული. 

„შინეიდის შვილები მისსავე ოჯახთან ერთად მადლობას გიხდით იმ ურიცხვ კეთილ ადამიანს, ვინც მისი გარდაცვალება გულთან ახლოს მიიტანა. თქვენს მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ.” განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაკრძალვის ცერემონიას ირლანდიის პრეზიდენტი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ.

„მადლობა ჩვენგან მედიას, რომელიც მუდმივად იხსენებდა შინეიდს და ამავდროულად პატივს სცემდა ოჯახის პირად სივრცეს. გთხოვთ, რომ ეს პირადი სივრცე ისევ დაგვიტოვოთ. და ბოლოს, გვინდა მადლობა გადავუხადოთ შინეიდის ფანებს იმ უზომო სიყვარულისთვის, რომელსაც მისი გარდაცვალების მომენტიდან იჩენდნენ. ო’კონორის ოჯახი მადლიერია და ლოცულობს თქვენთვის.”

შინეიდ ო’კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალს სამი შვილი დარჩა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯო ბაიდენი ჯიმი ბაფეტის გარდაცვალებას ეხმაურება

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალის შემსრულებლებს მაო ფუჯიტა და მიხაელ ბარენბოიმი შეუერთდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი